ანონსი
- სექტემბერი 29, 2022
2022 წლის 3-5 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით გაიმართება რიგით მესამე ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი.
კონგრესი გაიხსნება 3 ოქტომბერს 10:00 საათზე მეცნიერებათა აკადემიის მე-5 სართულის დარბაზში (პროგრამა იხ. მიბმულ ფაილში).
ეს სამეცნიერო ფორუმი ისევე, როგორც წინა ორი, აღნიშნული დარგების შემდგომ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია კონგრესის წარმომადგენლობითი ხასიათი. მის მუშაობაში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ საზღვარგარეთის, კერძოდ, აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, შვედეთის, უკრაინის, რუსეთის, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიის, აზერბაიჯანის, სომხეთის ცნობილი ქართველოლოგები და კავკასიოლოგები. მრავალფეროვანია კონგრესის თემატიკა, რომელიც მოიცავს საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ენების, ლიტერატურის, ფოლკლორის, ხელოვნების და ა.შ. აქტუალურ პრობლემებს.
გთხოვთ მობრძანდეთ!
მისამართი: რუსთაველის გამზ. 52, მე-5 სართულის დარბაზი.