უკრაინელი მეცნიერის ვიზიტი აკადემიაში
- ოქტომბერი 10, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, საქმიანი ვიზიტით ეწვია ცნობილი უკრაინელი მეცნიერი, ბიოქიმიკოსი და დიპლომატი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი სერგეი კომისარენკო. შეხვედრას, რომელიც აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის კაბინეტში შედგა, ესწრებოდნენ აკადემიკოსები: როინ მეტრეველი, თინათინ სადუნიშვილი, რამაზ შენგელია, თამაზ შილაკაძე, ომარ გოგიაშვილი, მიხეილ ჯიბუტი და პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მეცნიერების აქტუალურ საკითხებს, პრობლემებს, კერძოდ, უკრაინა-საქართველოს სამეცნიერო ურთეირთთანამშრომლობის სფეროს. დაისახა სამომავლო პერსპექტივები და თანამშრომლობის გეგმები.