საერთაშორისო კონფერენცია უკრაინაში

საერთაშორისო კონფერენცია უკრაინაში

  • ნოემბერი 30, 2022

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ქ.კიევში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერება ცხოვრებაში“, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ბორის პატონის ხსოვნას. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მეცნიერები და პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოს სახელით კონფერენციაზე ბიოეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემებზე მოხსენებით: „ფეთქებადი ნაერთებით დაბინძურებული ნიადაგების გასუფთავების ბიოტექნოლოგიები“ ონლაინ რეჟიმით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.