კონკურსი Madame de Stael-ის 2023 წლის პრიზისათვის
- თებერვალი 2, 2023
ALLEA გიწვევთ წარმოადგინოთ კანდიდატურა Madame de Stael-ის 2023 წლის პრიზისათვის. ლაურეატთა გამოცხადება მოხდება 2023 წლის 23 ივნისს ALLEA-ს გენერალურ ასამბლეაზე. პრიზი უნიკალურია თავისი ხასიათით, იგი გამოხატავს ევროპული პროექტებისა და ღირებულებების სამეცნიერო და ინტელექტუალური წარმოჩენის მნიშვნელობას. ამ პროექტმა დიდი მხარდაჭერა მიიღო ევროპული კომისიის მრავალი წევრისგან, მათ შორის, პრეზიდენტისგანაც.
გაითვალისწინეთ კანდიდატურის წარდგენის კრიტერიუმები:
პრიზი ავლენს იმ მკვლევრებს, რომელთა ნაშრომები დიდ გავლენას ახდენს ევროპის წინსვლაზე. ლაურეატების ნამუშევრები დისციპლინათშორისი ხასიათის მატარებელია და ასახავს დადებით გავლენას ევროპული ფასეულობების და იდენტობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობას.
კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ ნებისმიერი დისციპლინის წარმომადგენლებს, არ ვრცელდება არანაირი ფორმალური შეზღუდვა.
პრეტენდენტებს შორის შეიძლება იყვნენ ის ინდივიდებიც, რომელთა კარიერული გზა არ არის მკაცრად აკადემიური, მაგრამ მათი შრომები ხელს უწყობს ევროპის წინსვლას.
კანდიდატურისათვის წარსადგენი მასალა უნდა მოიცავდეს 1-2 გვერდიან წერილს, დასაბუთება რატომ აკმაყოფილებს პრეტენდენტი მოთხოვნებს და ასევე რეზიუმეს.
კანდიდატურის წარდგენა უნდა მოხდეს 2023 წლის 23 მარტამდე ელ ფოსტაზე:
secretariat@allea.org
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ვებ-გვერდი.
All European Academies Madame de Staël Prize for Cultural Values