აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია
- მარტი 23, 2023
2023 წლის 17 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“. ლექცია ეხებოდა ბიზანტიურ-ქართული ფილოლოგიის ორ მნიშვნელოვან სიახლეს: ევროპულ ბიზანტინისტიკაში გამოვლენილ, ექვთიმე ათონელის დიდ ღვაწლს ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის ცნობილი ჟანრის – მეტაფრასტიკის გავრცელება-დამკვიდრებაში და მომხსენებლის მიერ ვარლაამ-რომანის სათაურში მოხსენიებული „წმინდა საბას მონასტრის ბერის იოანეს“, რომელიც ბიზანტინოლოგიაში თხზულების ავტორად იყო მიჩნეული, ვინაობის დადგენას. საჯარო ლექცია ჩატარდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება“ – ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები და ასევე, აკადემიის პრეზიდუმთან არსებული შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციის შემსწავლელი
კომისიის წევრები.