არქეები და მათი ვირუსები: ქართულ-გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობის გამოცდილება

არქეები და მათი ვირუსები: ქართულ-გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობის გამოცდილება

  • მარტი 27, 2023

2023 წლის 22 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორის, ევროპის აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ მოწვეული პროფესორიდავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია – „არქეები და მათი ვირუსები“. სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წელი და ქართულ-გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობის გამოცდილება”.

 

მოკლედ იქნა მიმოხილული დავით ფრანგიშვილის 50-წლიანი სამეცნიერო კარიერა როგორც იმის მაგალითი, თუ როგორ შეუწყო ხელი ქართულ-გერმანულ-ფრანგულმა სამეცნიერო კონტაქტებმა და სამივე ქვეყნის მეცნიერების თანამშრომლობამ კვლევის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

დავით ფრანგიშვილი  არქეების – ცოცხალი სამყაროს ახლად აღმოჩენილი სამეფოს, კვლევის ერთ-ერთი პირველთაგანია. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი არქეების ვირუსების კვლევაში. მის მიერ აღმოჩენილი და აღწერილია ამ ვირუსების რამოდენიმე ათეული ახალი სახეობა და 12 ახალი ოჯახი: pullaviridaeBicaudaviridae , Clavaviridae GlobuloviridaeGuttaviridaeSpiraviridae, Tristromaviridae  და Portogloboviridae, და რიგი Ligamenvirales[ (ოჯახები Rudiviridae  და Lipothrixviridae). იგი არის 200-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში. ფრანგიშვილის კვლევის  შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა შეხედულებები ჩვენ პლანეტაზე ვირუსების მრავალფეროვნებისა და მათი ევოლუციური ისტორიის შესახებ.

ლექციაში საუბარი იყო იმაზე, თუ რას წარმოადგენენ არქეები და მათი ვირუსები, თუ როგორია მათი მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები, გენომური და ფიზიკო-ქიმიური თვისებები და როგორია მათი ეკოლოგიურ ეფექტი. საუბარი შეეხო ასევე, ცოცხალი სამყაროს ევოლუციურ ისტორიას და იმასაც, თუ რა პროცესებს განაპირობებს მიკრობულ სამყაროში მუდმივი ანტაგონიზმი მიკროორგანიზმებსა და ვირუსებს შორის.

 

                                                                          ა                                                            ბ

ვირუსების გამოყოფის ადგილები ვულკანური ცხელი წყაროებიდან

 სადაც ტემპერატურა აღემატებოდა 80°:

ა) ნეაპოლის მახლობლად იტალიაში ბ) იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში აშშ

 

მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა დამსწრეთა შეკითხვებს.

მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სხდომის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები თინათინ სადუნიშვილი, აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე, პროფესორი დიმიტრი კორძაია.