ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში
- სექტემბერი 12, 2023
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომისტის პროფესიულ დღეს მიეძღვნა.
კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, გრუნის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ.
კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირების პრობლემები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში. წარმომადგენლობით ფორუმს 100-მდე მეცნიერ-ეკონომისტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლი ესწრებოდა.