ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- დეკემბერი 19, 2023
2023 წლის 15 დეკემბერს „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ“ „საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისასთან“ ერთად სხდომა გამართა.
თემა: „დავითგარეჯი – ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიები“; მომხსენებლები: ასოც. პროფესორი თენგიზ გორდეზიანი და პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი.
მოხსენებაში გახილული იქნა შემდეგი საკითხი: დავითგარეჯის მეცნიერული კველვა ისტორიულ, კატოგრაფიულ და სამართლებრივ ჭრილში. მეცნიერებმა კომისიის წევრებს გაცნეს 1915 წლამდე არსებული კატოგრაფიული წყაროები, 1937 წლის და 1938 წლის ტოპოგრაფიული რუკების შედარებითი ანალიზი, სადაც იკვეთება, თუ რა პრობლემები იჩენს თავს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის, როგორც ძეგლის, ფარგლების განსაზღვრის თვალსაზრისით. წარმოდგენილი იქნა ახლად შედგენილი დავითგარეჯის სამონასტრო კოპლექტის ობიექტური რუკა.
ავტორებმა აღნიშნეს, რომ დღესაც მიმდინარეობს ამ თემატიკასთან დაკავშირებით მონოგრაფიული კვლევა.
მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა წარმოდგენილი თემის ირგვლივ.