ანონსი – IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი
- მარტი 12, 2024
2024 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველოში, ქ. თბილისში, გაიმართება IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი.
კონგრესი იმუშავებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით:
- ქართული და კავკასიური ენების სტრუქტურა და ისტორია; აღწერითი, შედარებითი და ტიპოლოგიური კვლევები;
- ისტორია და წყაროთმცოდნეობა; ისტორიული გეოგრაფია და დემოგრაფია;
- ქართულ-კავკასიურ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია;
- ეთნოლოგია; კულტუროლოგია; კულტურის ისტორია;
- ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;
- ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია;
- საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე;
კონგრესიის მუშაობაში მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინ-ფორმატით (პირობებს გაცნობებთ დამატებით).
მოხსენებათა თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე მიიღება 2024 წლის 15 აპრილამდე შემდეგი პირობების დაცვით:
- თეზისების ქართული და ინგლისური ტექსტები (ერთად) არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 2 გვერდს;
- მასალა მიიღება ელექტრონული სახით;
- ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ფორმატით, შრიფტი ინგლისური ტექსტისათვის – Times New Roman, ქართულისათვის – Sylfaen. შრიფტის ზომა – 12, ინტერვალი – 1,15, ქვედა და ზედა არეები – 20 მმ, მარცხნიდან – 30 მმ, მარჯვნიდან – 10 მმ.
გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე: akhmeteli.k@gmail.com
პატივისცემით,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი