კონკურსი თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TUBA) ჯილდოს მოსაპოვებლად

კონკურსი თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TUBA) ჯილდოს მოსაპოვებლად

  • მარტი 12, 2024

თურქეთის მეცნიერებათა აკადემია (TUBA) წარმოგიდგენთ TUBA 2024-ის აკადემიურ ჯილდოს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს.
ჯილდოს გადაცემა ხდება მეცნიერების 3 დარგში: 1. ბაზისური და საინჟინრო მეცნიერებები, 2. ჯანდაცვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 3. ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები. ყოველწლიურად ერთი პრიზი გადაეცემა მეცნიერს, ვინც მოღვაწეობს ან სწავლობს თურქეთში. წელს ეს პრიზი გადაეცემა ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივი მეცნიერებათა წარმომადგენლებს.

კანდიდატურების წარდგენა შეუძლიათ TUBA-ს წევრებს, აკადემიებსა და აკადემიათშორის ორგანიზაციებს, რომელთანაც თანამშრომლობს TUBA. თავად TUBA-ს წევრებსა და ორგანიზატორებს არ შეუძლიათ კანდიდატურის წარდგენა.

კანდიდატების შერჩევა ხდება შესაბამისი კომიტეტის მიერ თითოეულ კატეგორიაში. კომიტეტი დაკომპლექტებულია TUBA-ს წევრი და გამოჩენილი მეცნიერებისაგან. შერჩევის პროცესი ითვალისწინებს რეცენზირებას და სათანადო ლაურეატების შერჩევას. პრიზი მოიცავს მედალსა და 30.000 აშშ დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს.

კანდიდატური წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 3 მაისამდე.

აკადემიას შეუძლია წარადგინოს თითო მოწინავე კანდიდატი თითოეული კატეგორიისათვის.
კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით –
academy.prizes@tuba.gov.tr
დამატებითი ინფრომაციისთვის იხილეთ ბმული: https://tuba.gov.tr/en/tuba-awards/tuba-academy-prizes