ლიდოკაინის შემცველი ზოგიერთი კომპლექსის სტრუქტურა
- აპრილი 1, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა თემაზე: „ლიდოკაინის შემცველი ზოგიერთი კომპლექსის სტუქტურა; მოხსენებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი ვლადიმერ ციციშვილი და თსუ პექტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კობა ამირხანაშვილი.
სემინარზე განხილული იყო ფართო გამოყენების ანესთეტიკის, ლიდოკაინის (2-(დიეთილამინო)-N-(2,6-დიმეთილფენილ) აცეტამიდი, Lid) შემცველი კომპლექსის სტრუქტურა, შესწავლილი რენტგენულ-სტრუქტურული ანალიზი მეთოდით.
ნაჩვენებია, რომ ყველა კომპლექსი კრისტალიზდება მონოკლინურ სინგონიაში, P21/c სივრცით ჯგუფში; განსაზღვრულია ელემენტური უჯრედის პარამეტრები. მოლეკულურ სტრუქტურაში ლითონი კოორდინირდება ლიგანდებთან ტეტრაედრული ანიონის სახით, ორი პროტონირებული კატიონი რჩება გარე საკოორდინაციო სფეროში. განხილულია შიდამოლეკულური და მოლეკულათაშორისი წყალბადური ბმები და მათი როლი ზემოლეკელური სტრუქტურის წარმოქმნაში.