აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ასაფ გაჯიევის ვიზიტი

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ასაფ გაჯიევის ვიზიტი

  • აპრილი 22, 2024

შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ინიციატივით, ქალაქ სტამბოლში, მიმდინარე წლის 14-15 თებერვალს ჩატარდა წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებისა და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორთა პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო PABSEC-ის გენერალურმა მდივანმა ასაფ გაჯიევმა და თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიების და შავი ზღვის უნივერსიტეტების  ქსელის დელეგაციებმა.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დელეგაცია პრეზიდენტ როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით და ვიცე-პრეზიდენტ რამაზ ხუროძის მონაწილეობით.

ამჯერად, 2024 წლის 19 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას საქმიანი ვიზიტით აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, PABSEC-ის გენერალური მდივანი, ასაფ გაჯიევი ესტუმრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცნიერებისა და განათლების, ტექნოლოგიების განვითარების გზებს, პერქსპექტივებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ერთობლივ კომუნიკეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი სახელწმიფოების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ; მასში დაბეჭდილია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, აკადემიკოს ასაფ გაჯიევისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს როინ მეტრეველის გამოსვლები.

ბროშურა