საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა
- აპრილი 21, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ერონულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის (კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული; სწავლული მდივანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანი) სხდომა თემაზე: „საქართველოს მთის მოსახლეობის ენერგეტიკული პრობლემები“.
სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის წევრები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის თემურ შენგელია, ნუგზარ წიკლაური, გიორგი ჭელიძე (მთავარი მომხსენებლები).
სხდომაზე იმსჯელეს მთის მოსახლეობის ენერგეტიკული უზრუნველყოფის შესაძლებლობის ორ წყაროზე: მზის პანელებით და მთის მდინარეებით, შედეგად ორივე წყაროს გამოყენება მიზანშეწონილად მიიჩნიეს. სხდომაზე გამოიკვეთა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ფინანსური დახმარების აღმოჩენის საჭიროება. გადაწყდა აღნიშნული საკითხის გატანა პრეზიდიუმზე განსახილველად.