ჩინეთის მეცნიერთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
- სექტემბერი 17, 2024
მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის (IRECAS Institute of Russian, Eastern European and Central Asian Studies Chinese Academy of Social Sciences) წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა უძღვებოდა.
დელეგაციას საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, უფროსი მკვლევარი ლი იონგუი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, უფროსი მკვლევარი გო სიაოციუნი; ამავე დეპარტამენტის მკვლევრები ნიუ იჩენი და ლინ ინი, გლობალური კვლევების ინსტიტუტის აზიისა და წყნარი ოკეანის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დუნ სიანჟუნი.
დელეგაციის ვიზიტის მიზანს და ინტერესს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობებთან და საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრის დასასრულს დაისახა ორმხრივი თანამშრომლობის გზები.