განცხადება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად
- ნოემბერი 13, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და აკადემიის წესდების მე-10 თავის საფუძველზე, აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში:
- მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება – 1 ვაკანსია სპეციალობა – მათემატიკა)
- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება – 1 ვაკანსია (სპეციალობა – გეოფიზიკა)
- საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება – 1 ვაკანსია (სპეციალობა – ინფორმაციული ტექნოლოგიები)
- ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება – 1 ვაკანსია (სპეციალობა – მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია)
- ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება – 1 ვაკანსია (სპეციალობა – ბიოლოგია)
- ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილება – 2 ვაკანსია სპეციალობა – მედიცინა)
- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება – 1 ვაკანსია (სპეციალობა – სურსათის უვნებლობა)
- საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება – 1 ვაკანსია (სპეციალობა – სამართალი)
- ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება – 1 ვაკანსია (სპეციალობა – ენათმეცნიერება)
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 50 წელს აღემატება. იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობდეს საქართველოში. პირი აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ უნდა იყოს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრების წარდგინება (დედანი, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და სველი ბეჭდით) ან სამეცნიერო დაწესებულებების, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და კერძო ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების დასაბუთებული წარდგინება (დედანი, დაბეჭდილი ტიტულოვან ბლანკზე);
- ფერადი ფოტო 4/6;
- უმაღლესი განათლების, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლები (დამოწმებული ნოტარიულად);
- მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV);
- ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო/უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით);
- დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება (დედანი);
- კანდიდატის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ.
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) პირადად აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატის მიერ.
აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსებულ იქნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდზე (www. science.org.ge), კანდიდატის CV და ფოტოსურათი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ მისამართზე (hr@science.org.ge).
საბუთები მიიღება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი 52), 2024 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით), ყოველი სამუშაო დღის 1100-დან 1700 საათამდე.
საბუთების მიღებას განახორციელებს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტი (IV სართული, ოთახი 409), ხოლო რეგისტრაციას – აკადემიის კანცელარია.
შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აკადემიის ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტში (საკონტაქტო პირი – ეკატერინე ჟღენტი, ტელ. 2 93-29-86; 577-40-61-51).