აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ საჯარო ლექცია ჩაატარა
- ოქტომბერი 28, 2024
2024 წლის 18 ოქტომბერს აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი და მისი ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებები“.
აკადემიკოს ვლადიმერ პაპავამ, როგორც პროფესიით ეკონომისტმა და საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობაზე და მისი განვითარების თანამედროვე მოდელებზე, პარალელი გაავლო ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასთან და შედარებითი ანალიზის საფუძელზე კონკრეტული რეკომენდაციები ჩამოაყალიბა. მან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელის გააზრებისთვის განიხილა ქვეყნის ეკონომიკის რამდენიმე სტატისტიკუერი პარამეტრი 2019 წლის მდგომარეობით, რათა გამოერიცხა გლობალური პანდემიის, რუსთის უკარინაში ომისა და დასავლეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ზეგავლენა.
ბატონო ვლადიმერის კვლევის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკა, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩამოყალიბდა როგორც იმპორტდამოკიდებული, როცა იმპორტი რამდენჯერმე აღემატება ექსპორტს. ქვეყნის გასაშუალებულ სამომხმარებლო კალათასა და სასურსათო კალათაში იმპორტი ასევე რამდენჯერმე აღემატება ადგილობრივ წარმოებას. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური მოდელის ძირითადი მახასიათებლებია იმპორტამოკიდებულება და მომხმარებლური ეკონომიკა. ამ ვითარებაში ქვეყნის ეკონომიკის პრიოროტეტულ სექტორად ტურიზმის აღიარება ხელს უწყობს იმპორტამოკიდებულების ზრდას და აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა არ დარჩეს იმპორტამოკიდებული და მხოლოდ მომხმარებლური და არა მწარმოებლური, აუცილებელია მოკლევადიანი, სასშუალოვადიანი და გრძელვადიანი ამოცანების გადაჭრა. მოკლევადიანი ამოცანაა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების დონის ამაღლება სოფლის მეურნეობის განვითარების (განსაკუთრებით, ერთწლიანი კულტურების) მიმართულებით. საშუალოვადიანი ამოცანაა ქვეყნის ცალკეული რაიონების მიხედვით მრეწველობის იმ საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა, რომლებიც ორიენტიტრებული იქნებიან ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებზე, რაც უქზურნველოყს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მოდელზე გადასვლას. გრძლევადიანმა ამოცანამ კი ქვეყნის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე ტრანსფორმირება უნდა უზრუნველყოს. ამ შემთხვევაში შეიქმნება მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქცია, რაც საქართველოს ეკონომიკის საექსპორტო პოტენციალს ჯეროვნად გაზრდის.
საჯარო ლექცია, სტუდენტების აქტიური ჩართულობით, ჩატარდა ინტერაქტიურ რეჟიმში.