ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ნოემბერი 21, 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სდომა, რომელზეც მოხდა წარდგინება  წიგნისა ,,საქართველო და ჩინეთი თანამედროვე გლობალურ სამყაროში’’ ავტორი  – სინოლოგი, დიპლომატი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი არჩილ კალანდია.

მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენებზე, XXI საუკუნეში სარტყლისა და გზის გლობალური ინიციატივის მნიშვნელობაზე, რომლის საფუძველზეც, ტრანს-კასპიური ეკონომიკური დერეფნის მეშვეობით, საქართველოს ეძლევა შანსი იყოს ერთ-ერთი მთავარი მაკავშირებელი აღმოსავლეთისა დასავლეთთან და პირიქით.

მოხსენებაში აღინიშნა, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე საქართველო იყო და დღესაც არის სხვადასხვა ცივილიზაციების გადაკვეთის წერტილი, რაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებების განმსაზღვრელია.

სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მოხსენებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ:  აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები, დიპლომატები, ელჩები, დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები. მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.