
განცხადება
- დეკემბერი 16, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის 2018–2024 წლებში გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, გაეროს სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ვებ-გვერდზე დაიდო ინფორმაცია სამართალსა და კრიმინოლოგიაში ერთობლივად განხორციელებულ მნიშვნელოვანი სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის შესახებ.