
აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი ინდოეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს შეხვდა
- აპრილი 10, 2025
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გიორგი სოსიაშვილი, ინდოეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აშუტოშ შარმას შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსოფლიო გამოწვევების ფონზე ქართველი და ინდოელი მეცნიერების თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიებს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წახალისების გზებზე.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ხოლო მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის წევრები, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე.