ბაშფლემის ტბის აღმოჩენა

ბაშფლემის ტბის აღმოჩენა

  • აპრილი 29, 2025

2025 წლის 29 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების სხდომა თემაზე: „ბაშფლემის ტბის ფირფიტა: დღემდე უცნობი დამწერლობის აღმოჩენა საქართველოში“

მომხსენებელი გახლდათ აკადემიკოსი რამაზ შენგელია. როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს დაბა დმანისის სამხრეთით, ბაშფლემის ტბის პირას, ნაპოვნი იქნა ბაზალტის ფირფიტა, რომელზედაც 7 მწკრივად  60 ნიშანი იყო დატანილი. აღნიშნულ საკითხზე დაწყებულია სამუშაოები, რომელიც დღესაც გრძელდება.