ათენის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
- აპრილი 18, 2026
2026 წლის 10-11 აპრილს საბერძნეთში, ათენში, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიიდან“. კონფერენციის ორგანიზატორი საბერძნეთის მხრიდან გახლდათ ათენის ქართული ინსტიტუტი და ათენის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ,,კავკასია“, (ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი ავთანდილ მიქაბერიძე), ხოლო საქართველოს მხრიდან, გიორგი მაჩაბლის ფონდი (ხელმძღვანელი პროფესორი ოთარ ჯანელიძე) და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება (ხელმძღვანელი პროფესორი პაატა სურგულაძე).
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, საბერძნეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით წარდგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის აპარატის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, პაატა სურგულაძე.


