განცხადება აკადემიური პრემიების შესახებ

განცხადება აკადემიური პრემიების შესახებ

  • მაისი 21, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის

განცხადება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  დაარსებიდან  85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში პრეზიდიუმის დადგენილებით, ახალგაზრდა და წარმატებულ  მეცნიერებს აკადემიური პრემიები მიენიჭათ:

 

  1. ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ ვაშალომიძეს – ევგენი ხარაძის სახელობის პრემია – ფიზიკის დარგში
  2. საინჟინრო ფიზიკის დოქტორ ირაკლი ლომიძეს – გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია – ტექნიკის დარგში
  3. გეოლოგიის აკადემიურ დოქტორ გიორგი ბოიჩენკოს  – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია – გეოლოგიის დარგში
  4. აგრარულ მეცნიერებათა დოქტორ ეთერ ტყეშელიაძეს – სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია – ბიოქიმიის დარგში
  5. მედიცინის დოქტორ ნიკოლოზ ვაჩაძეს – ალექსანდრე ნათიშვილის  სახელობის პრემია –  ადამიანის ანატომიის, მორფოლოგიის, ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის დარგში
  6. აგრარულ მეცნიერებათა დოქტორ ნატალია ხარაბაძეს – ლეონარდო დეკაპრელევიჩის  სახელობის პრემია – კულტურულ მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის დარგში
  7. არქეოლოგიის დოქტორ დიმიტრი ნარიმანიშვილს –  გიორგი მელიქიშვილის სახელობის პრემია – ძველი ისტორიის დარგში
  8. ფილოლოგიის დოქტორ სალომე ბედუკაძეს  –  აკაკი შანიძის სახელობის პრემია – ქართული ენისა და ფილოლოგიის დარგში