საქართველოს ეკონომისტთა VIII ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია
- ივლისი 13, 2026
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის ინიციატივით, 2026 წლის 11 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ეკონომისტთა VIII ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85-ე წლის იუბილეს. ამ საკითხებთან დაკავშირებით, აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ ისაუბრა საპატრიარქოს ტელეკომპანია „ერთსულოვნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
