აზიის მეცნიერი ქალები: მათი შთამბეჭდავი ისტორიები
- თებერვალი 28, 2019
ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიის კოორდინირებით, აზიის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებების ასოციაციის სპეციალურმა საბჭომ „ქალები მეცნიერებასა და საინჟინრო საქმეში” (WISE) რომლის საბჭოს წევრი არის აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილია გამოსცა წიგნი: „აზიის მეცნიერი ქალები: მათი შთამბეჭდავი ისტორიები“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარდგინებით წიგნში შესულია აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ლიანა მელიქიშვილისა და სტიპენდიატის ია ფიფიას ინტერვიუები (გვ. 27 და 29). ბმულ ფაილში იხ. აზიის მეცნიერი ქალების შესახებ წიგნის ელექტრონული ვერსია.
ასევე იხ. ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია:
https://www.science.org.au/supporting-science/international-representation/association-academies-and-societies-sciences-asia-0