პოეტი-აკადემიკოსი მუხრან მაჭავარიანი -90
- აპრილი 24, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარე წლის 12 აპრილს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა პოეტ-აკადემიკოსის მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისთავისამდი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. შემდეგ საზოგადოებას მიესალმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.
ჩვენმა „მრავალჭირვარამგადანახადმა“ თანამემამულემ, ღვთისა და ერის წინაშე ვალმოხდილმა და მრავალმხრივ გამორჩეულმა სასიქადულო მოღვაწემ, დიდმა პოეტმა – მუხრან მაჭავრიანმა სიცოცხლეშივე უკვდავყო თავისი სახელი, ამ სიტყვის გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით, რამეთუ ქართველი ერი მას იხსენიებდა და ქვეყნის აღსასრულამდე მქუხარედ მოიხსენიებს ოდენ სახელით – მუხრანი!
იგი იყო ჟურნალების: „ცისკრის“, „პიონერის“, „დილას“, საუნჯეს“ მთავარი რედაქტორი. იგი გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი – 2009 წლიდან. მუხრან მაჭავარიანი ავტორია პოეტური კრებულებისა: „იარონ“, ვითარცა მტკვარი“, „ასი ლექსი“, „ახლა კი დროა“ და სხვა. გამოცემულია მისი თხზულებათა ოთხტომეული და ორტომეული. იგი გახლდათ რუსთაველის, აკაკი წერეთლის, მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი. 2009 წელს მიენიჭა „ქართული პოეზიის რაინდის“ წოდება.
გარდაიც ვალა 2010 წლის 17 მაისს, დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.