კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება“
- მაისი 2, 2019
მიმდინარე წლის 18 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში, აკადემია მასპინძლობდა ახალგაზერდა მეცნიერების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას “ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება”.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ხელოვნური ინტელექტის საკითხებში წარმატებით მომუშავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან–დიეგოს უნივერსიტეტის საერთო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დავით სოსელია, შოთა ამაშუკელი, არჩილ ბერიძე, ირაკლი კობერიძე და ლევან შუღლიაშვილი.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. ახალგაზრდა მეცნიერთა ძალებით აკადემიაში მაღალი დონის, სპეციალიზირებული სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზაციის იდეის შესახებ ისაუბრა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ აკადემიკოსმა გიორგი ჯაფარიძემ.
სხდომის სამეცნიერო ნაწილს უძღვებოდა თსუ კომპუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი ალექსანდრე გამყრელიძე.
მოხსენებებით გამოვიდნენ დავით სოსელია – “ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება”, შოთა ამაშუკელი – “კომპიუტერული ხედვა”, არჩილ ბერიძე – “ენის დამუშავება”, ირაკლი კობერიძე – „გამოწრთობით სწავლა”, ლევან შუღლიაშვილი – “შემქმნელი ქსელები და მათზე შეტევები”, დავით სოსელია და ლევან შუღლიაშვილი “განგძობითი სწავლა და კატასტროფული დავიწყება”.
სხდომის დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა აკადემიის სიგელები.