თანამშრომლობის მემორანდუმი მეცნიერებათა აკადემიასა და ფოთის მერიას შორის
- მაისი 2, 2019
მიმდინარე წლის 24 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა მეცნიერებათა აკადემიასა და ფოთის მერიას შორის.
მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ მხარეებმა ითანამშრომლონ ქალაქ ფოთის განვითარების და მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაწყვეტაში – აკადემიის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გამოყენებით; ასევე, – სანავსადგურო ქალაქის მნიშვნელობის, სახელმწიფოს ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო პოტენციალის ამაღლების და განვითარების საქმეში და ქართველი მეცნიერების და სპეცილისტების მზადყოფნას, მიიღონ მონაწილეობა საზღვაო ქალაქის პერსპექტიული განვითარების პროგრამაში.
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელს აწერენ მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ხოლო ფოთის მერიის მხრიდან, – მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია.