მოსწავლეთა დაჯილდოება
- მაისი 15, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტრადიციად იქცა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეთა ყოველწლიური დაჯილდოება. წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. მიმდინარე წლის 11 მაისს აკადემიას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ტურის გამარჯვებულები ესტუმრნენ თავიანთ პედაგოგებთან ერთად.
შეხვედრა გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, შემდეგ სიტყვა გადაეცათ ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს. ამის შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. კონფერენციის გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ აკადემიის სიგელი, როინ მეტრეველის წიგნი – „ქართლის ცხოვრება“ და ტკბილეული.
დაჯილდოებულთა შორის იყვნენ: ნინო მარკოიძე, გვანცა ლაბუჩიძე, თამარ გოგიაშვილი, ნიკოლოზ ცომაია, მარიამ ახვლედიანი, ქეთევან ზივზივაძე, თამარ ხურცილავა, დავით ზაქარაძე, გიორგი საჯველაძე, ნიკოლოზ აზმაიფარაშვილი, ნიკოლოზ პაპიაშვილი და ლუკა ნოზაძე.