მხატვარ რეზო ადამიას წიგნის წარდგინება
- მაისი 21, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 16 მაისს მოეწყო მხატვარ რეზო-ემელიანე ადამიას წიგნი-რომანის „მზე“ წარდგინება. ავტორი თავის რომანს უძღვნის პლანეტის ერთა მარადიულობას.
რომანში ერთმანეთს ცვლის უაღრესად შთამბეჭდავი პასაჟები და მხატვრული სახეები. რეზო ადამია შესანიშნავი მხატვარია და მის მრავალფეროვან შემოქმედებაში არის რაღაც კოსმიური, ამიტომაც სრულიად კანონზომიერია, რომ მისი რომანი „მზე“ საოცარი ოსტატობით, ხატოვნად წარმოგვიდგენს სიცოცხლისა და სიკეთის უკვდავ შემოქმედს – მზეს.
ამ რომანის სიუჟეტი ფანტასმაგორიულია.
რომანი „მზე“ ფართოდ ანიჭებს მკითხველს ესთეტიკურ სიამოვნებას. გონივრულადაა შემოტანილი ცალკეული ეპიზოდების დასაწყისში მსოფლიო კორიფეების მეცნიერთა, მწერალთა და სხვათა ბრძნული აზრები.
რეზო ადამიამ მეტად მნიშვნელოვანი ფილოსოფიური რომანის შექმნით, ჭეშმარიტ, ამასთან ძალზედ საინტერესო ლიტერატურას აზიარა მკითხველი. ამ წიგნით ნათლად არის წარმოდგენილი, რომ მზე მარადიული სიცოცხლისა და სიკეთის სათავეა. რომანი გაფორმებულია თავად ავტორისა და სხვა ცნობილი და გენიოსი მხატვრების ნახატების ილუსტრაციებით, ხოლო წიგნის გარეკანზე განთავსებულია პლანეტის უძველესი ცივილიზაციების მზის გამოსახულებები.