საქართველოს მთიანეთის შესწავლის კომისიის სხდომა
- მაისი 23, 2019
მიმდინარე წლის 15 მაისს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა, მიძღვნილი მთის რეგიონის დაცული ტერიტორიების მართვის პრობლემებისადმი. მოხსენება დუშეთის რაიონის დაცული ტერიტორიების შესახებ გააკეთა დუშეთის მუნიციპალიტეტის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ვაჟა ჭინჭარაულმა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ბატონმა ავთანდილ მიქაბერიძემ. სხდომამ დადებითად შეაფასა აღნიშნული ორგანიზაციის გაწეული მუშაობა. გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები დაცული ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრისა, ტერიტორიული ფარგლებისა და რესურსების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა ა. არაბულმა, ლ. თორთლაძემ, თ. კანდელაკმა, რ. ხაზარაძემ, ბ. გოიშვილმა, მ. ფირცხელანმა და სხვ.