კონკურსი სახელობითი პრემიების მოსაპოვებლად

კონკურსი სახელობითი პრემიების მოსაპოვებლად

  • ივნისი 5, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახე­ლო­ბითი  აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად:

  1. ლეონარდე დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია – კულტურულ მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის დარგში.
  2. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის პრემია – ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის დარგში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განსაზღვრული პერიოდუ­ლობით ანიჭებს გამო­ჩენილ მეცნიერთა სახელობით აკადემიურ პრემიებს თვალსაჩინო თეორი­ული ან პრაქტიკული მნიშვნე­ლობის მეცნიერულ ნაშრომებს.

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რომელიც საქარ­თვე­ლოს სამეც­ნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სხვა სამეც­ნიერო დაწესებულე­ბებში ან ცალკეულ პირთა მიერ არის შესრულებული.

კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც დაადგენს წარმომ­დგენი ორგანი­ზაცია. პრემია შეიძლება მიეცეს ავტორთა ჯგუფის  შემად­გენლობაში  შემა­ვალ უცხო ქვეყნის მოქალაქესაც.

პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვე­ბელია.

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რომელიც გამო­ქვეყნდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს ექვსი თვისა განცხა­დების გამოქვეყნებამდე.

ნაშრომი, რომელსაც უკვე მიენიჭა სახელმწიფო ან რომელიმე სხვა სამეცნიერო პრემია, გამო­ჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიის მოსაპოვებლად არ მიიღება.

ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.

იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც პრემიის მოსაპო­ვებლად კანდიდატს წამოა­ყენებენ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წარწერით „ —————————————— სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად“ – უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;

ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახა­სიათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას მეცნიერებისა და ტექნო­ლოგიების განვითარე­ბისათვის;

(ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლე­ვითი დაწესებუ­ლებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზოგადო­ებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ);

გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად სამეც­ნიერო შრომათა და გამო­გონებათა ნუსხა;

დ) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.

ე) საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია.

 

მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2019 წლის 15 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ., # 52, ოთახი 320.

დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 2 99-00-52.