ანონსი

ანონსი

  • ივნისი 26, 2019

8 ივლისს, 16:00-ზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (რუსთაველის გამზირი 52, მე-3 სართული), გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ მესამე სხდომა, რომელიც მიეძღვნება ნეფროლოგიის აქტუალურ საკითხებს.

დღის წესრიგი:

1. გლომერულონეფრიტების მართვა. ნინო მაღლაკელიძე, კორპორაცია ევექსის, ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ნეფროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი;

2. ჰემო- და პერიტონეული დიალიზის მართვის პრობლემები. ლელა ბეგლარაშვილი. ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგიის, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილების ხელმძღვანელი;

3. მედიკამენტური თერაპიის სირთულეები თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს. ავთანდილ თათარაძე, ნეფროლოგიის, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე.