შეხვედრა ჩინელ მეცნიერებთან
- ივლისი 9, 2019
მიმდინარე წლის 28-29 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ვიზიტით ეწვია 4 კაციანი დელეგაცი შანდუნის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტიდან და გაიმართა ქართულ-ჩინური მრგვალი მაგიდა, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო ჩვენს მეცნიერებათა აკადემიასთან საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც დაფუძნებულია აკადემიებს შორის ბიო კონტროლის მომზადებაზე. ასევე განიხილება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პროექტი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ეწვივნენ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს და გააკეთეს მოხსენებები:
- კვლევის პროგრესის გავლენა რიზოსფეროს ნიადაგის მიკროორგანიზმებზე;
- ეკოლოგიის ინსტიტუტის მიერ ტრიკოდერმის რესურსების იზოლაცია და გამოყენება;
- მარილისადმი მიმღებლობის მქონე სოკოს შტამების სკრინინგი და ფორმულირება.