ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
- ივლისი 11, 2019
მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, მიმდინარე წლის 3 ივლისს შედგა ოთარ ანგურიძის მოხსენების – „ფისტა-ს კულტურა საქართველოში: შედეგები და პერსპექტივები“ მოსმენა. მოხსენება მიეძღვნა ახალი, უფრო სწორედ დავიწყებული კულტურის ფისტა-ს გამრავლებას საქართველოში. კულტურა შეტანილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნუსხაში და წარმატებით მრავლდება. შექმნილი საზოგადოება უფასოდ არიგებს მის ნერგებს. ასევე არის მსურველები დიდი ტერიტორიების ასათვისებლად.
რუბრიკით „გარდასული პრობლემების კვალდაკვალ“ მოსმენილი იქნა ჟურნალისტ გვანჯი მანიას ინფორმაცია: „უცხოელების ინტერესები მგლის პრობლემებისადმი საქართველოში“. ეს საკითხი იყო შესწავლილი ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში.