საერთო კრება
- სექტემბერი 24, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც განხილული იყო ორი საკითხი. კრება შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. პირველ საკითხად გამოტანილი იყო აკადემიის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ. საერთო კრებამ შეიტანა ცვლილება წესდებაში – მე-10 თავის მე-7 და მე-10 პუნქტებში არსებულ „შენიშვნაში“ ამოღებულ იქნა სიტყვა „მივლინება“ და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სიით შემადგენლობაში არ ჩაითვლებიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები, რომლებიც არჩვნების დროს საზღვარგარეთ იმყოფებიან.
მეორე საკითხად წარმოდგენილი იყო აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევა. კრებაზე აირჩა ხმის დამთვლელი კომისია აკადემიკოს ნოდარ მითაგვარიას თავმჯდომარეობით. შემდეგ კი კენჭისყრის შედეგად „მართვის სისტემების“ სპეციალობაზე აკადემიკოსად არჩეულ იქნა რამაზ ხუროძე (45 დადებითი ხმა; 7 უარყოფითი და 2 გაუქმებული ბიულეტენი).