ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ნოემბერი 1, 2019
ცენტრის 2019 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე განხილული იქნა სამეცნიერო – სამრეწველო ჯგუფის წევრის, საქართველოს მაღალი ტექნლოგიების ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ნუგზარ დვალის მოხსენება: „ბორის ნიტრიდის ნანოფხვნილის დაბალტემპერატურული სინთეზის ტექნოლოგია“. აღინიშნა, რომ ამ ნანოფხვნილის მიღების ახალი, ეკონომიური ტექნოლოგიების შექმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის სულ უფრო ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, იზრდება იზოტოპ B10-ით გამდიდრებული ბორის ნიტრიდის ნანოფხვნილის გამოყენება მედიცინაში, რასაც განაპირობებს მისი უნიკალური თვისებები. შემუშავებულია ახალი დაბალტემპერატურული სინთეზის ტექნოლოგია, რომელიც განაპირობებს ბორის ნიტრიდის ფხვნილის ნანოზომებს, მას გააჩნია მთელი რიგი უპორატესობა არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, კერძოდ, სინთეზის პროცესში მიღებული ნანოფხვნილი არ საჭიროებს დამატებით მექანიკურ დამუშავებას, პროცესის ტემპერატურა შედარებით დაბალია და შეადგენს მხოლოდ 150-2000C, ტექნოლოგია ეკოლოგიურად უსაფრთხოა და ხასიათდება მაღალი მწარმოებლურობით, ხოლო მიღებული პროდუქტი მაღალი სისუფთავისაა. რადგან სინთეზისათვის საჭირო კომპონენტების ფასები დაბალია, საბოლოო პროდუქციის თვითღირებულებაც შესაბამისად დაბალია.