ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- ნოემბერი 27, 2019
2019 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა, სადაც განხილული იყო „საქართველოს ფარგლებს გარეთ მასშტაბურ ბირთვულ ინციდენტზე მზადყოფნისა და სწრაფი რეაგირების სისტემის საჭიროებათა შეფასება“. შესწავლილია ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს საქართველოს საზღვრებს გარეთ მოქმედი ბირთვულ ობიექტებიდან და იდენტიფიცირებულია ამ საფრთხეებზე რეაგირების უზრუნველსაყოფად საჭირო პირველადი ღონისძიებები. კვლევა ერთობლივად იქნა ჩატარებული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხთა კომისიისა და სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მიერ. კვლევა მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ საფრთხეების დროულ გამოვლენას და მათზე ეფექტურ რეაგირებას.
მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, როგორც ხელისუფლებას არაერთ დოკუმენტში აღნიშნავს, რეგიონში ფართომასშტაბიანი ბირთვული და რადიოაქტიური ინციდენტის წარმოქმნის შემთხვევაში საქართველოში არ არსებობს მასზე რეაგირების რესურსი, საექსპერტო ცოდნა და შესაბამისი მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნებისმიერი სახის ბირთვულ ინციდენტს ნეგატიური შედგი ექნება არა მარტო იმ ქვეყნისათვის, სადაც ეს ინციდენტის წარმოიშობა, არამედ მოსაზღვრე ქვეყნებსა და რეგიონში არსებული მეზობელი სახელმწიფოებისათვისაც.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მაღალი თანრიგის ბირთვული ავარიების დროს ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებზე სრულფასოვანი რეაგირებისთვის აუცილებელია:
ა) შეიქმნას სრულფასოვანი ცენტრალური ლაბორატორია;
ბ) რეგიონალური უნივერსიტეტების მონაწილეობით, შეიქმნას ორმაგი დაქვემდებარების (მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო და ბუნების დაცვის სამსახური) რადიაციული და ეკოლოგიური მონიტორინგის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორიების ქსელი.