სამეცნიერო სემინარი მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში
- ნოემბერი 28, 2019
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი. მოხსენება თემაზე „ანომალიები სუპერსიმეტრიულ თეორიებში“ წაიკითხა პროფესორმა შტეფან ტაისენმა (მაქს-პლანკის გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტი, პოტსდამი, გერმანია). მომხსენებელმა ისაუბრა კონფორმული ველის თეორიის მეთოდების გამოყენებით სიმების თეორიის ეფექტური მოდელების გამოყვანის შესახებ.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა ა. რაზმაძის მათემატიკის და ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტებიდან, აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა.