აკადემიკოსი ნოდარ ყიფშიძე – 95

აკადემიკოსი ნოდარ ყიფშიძე – 95

  • დეკემბერი 12, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 11 დეკემბერს ჩატარდა აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.

აკადემიკოსი ნოდარ ყიფშიძე გახლდათ დიდი ექიმი და მეცნიერი, მრავალი თაობის აღმზრდელი. იგი დაიბადა ცნობილი ქართველი თერაპევტისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის ოჯახში.  იგი სხვადასხვა დროს იგი იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დოცენტი, სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, საკავშირო სამედიცინო აკადემიის თერაპიის ინსტიტუტის დოქტორანტი, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექიმი, ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ფარმაკოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის დირექტორი. იგი არჩეულ იქნა საქართველოსა და საკავშირო სამედიცინო აკადემიკოსების ნამდვილ წევრად, იყო აგრეთვე ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგიის წევრი, ვაშინგტონის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, უცხოეთის ბევრი სხვა სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

ნოდარ ყიფშიძე ავტორია 500-ზე მეტი სამეცნიერო შრომის და 18 მონოგრაფიის, რომელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო სამედიცინო წყაროებშია გამოქვეყნებული.

იგი არის მრავალი თაობის აღმზრდელი, ქართული თერაპიული და კარდიოლოგიური სკოლების ერთ-ერთი ფუძემდებელი, 2002 წელს შეყვანილი იყო ოქსფორდის გამოცემაში „500 დიადი გონება“. 1960 წლიდან საქართველოში ბატონი ნოდარის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ნოდარ ყიფშიძე დიდხანს იქნება მაგალითი ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის.