ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
- დეკემბერი 18, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 18 დეკემბერს გაიმართა ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო საორგანიზაციო საკითხები და მომავალი წლის სამუშაო გეგმა.
კომისია საანგარიშო წელს განაგრძობდა გეგმიურ მუშაობას. შედგა კომისიის 6 სხდომა და 3 აქტივის თათბირი. დიდი ყურადღება დაეთმო ნიადაგების ეროზიის საკითხს; ევკალიპტის კულტურას დასავლეთ საქართველოში; ფისტას გაშენების საკითხებს; ჰაერის დაბინძურების საკითხებს ქალაქ თბილისში და მცენარეთა დაცვის ზოგიერთ პრობლემებს.
რუბრიკით – „ გარდასული პრობლემების კვალდაკვალ“, მოსმენილ იქნა რამდენიმე ანგარიში: „უცხოელების ინტერესები მგლის რიცხოვნობის პრობელემებისადმი საქართველოში“ და „მეფუტკრეობის სამრეწველო წარმოების შექმნის პრობლემები“.
კომისია მომავალ 2020 წელს ხვდება ახალი სამუშაო გეგმით და ახალი ჩანაფიქრებით.