საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა
- დეკემბერი 18, 2019
18 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა გაიოზ ფარცხალაძემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში გააკეთა მოხსენება თემაზე: „ახალი მიდგომები საინჟინრო გადაწყვეტებში კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით“.
სხდომას ესწრებოდნენ განყოფილების წევრები და მოწვეული სტუმრები.
მოხსენებაში განიხილულ იქნა: რისკის მართვის თანამედროვე განსაზღვრება; რისკის მართვის დაგეგმვა; რისკების იდენტიფიკაცია; რისკების ანალიზი; რისკებზე რეაგირების დაგეგმვა; კონტროლი; მოსალოდნელი საფრთხეები (ბუნებრივი და ხელოვნური) წყალდიდობა, ზვავი, ღვარცოფი, მეწყერი, მიწისძვრა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, ტორნადო, ცუნამი, სეტყვა, მეხი, აფეთქება და სხვ.
აგრეთვე, მოხსენება გააკეთა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ ვაშაყმაძემ თემაზე: „უწყვეტი გარემოს მექანიკის რიგი ამოცანების ორგანზომილებიანი მოდელებით აპროქსიმაციის, სათანადო სქემების ფუნქციონირებისა და მილსადენებისათვის მათი გამოყენების შესახებ“.