ეროვნულ პრობლემათა შესმწავლელი კომისიის სხდომა
- თებერვალი 10, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულმა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისიამ“ მორიგი სხდომა ჩაატარა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, პროფესორმა ნანა შენგელაიამ და ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრმა, მეცნიერმა, მათემატიკოსმა გია კვაშილავამ წარმოადგინეს უახლესი კვლევები,რომელებიც ეხება პროტოქართველურ ეპოქას, მინოური ხანის პიქტოგრაფიულ დამწერლობას, ფესტოსის დისკოს პროტოქართველური წარწერების სისტემას, პროტოქართველურ A კლასის ხაზოვან წარწერებს. არაერთი ცნობლილი მეცნიერის ნაშრომებზე დაყრდნობით მათი კვლევები გვაძლევენ მტკიცე საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქართველური ცივილიზაცია ხმელთაშუაზღვისპირეთში ჰეგემონობდა და ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი არც თუ ისე მცირე წვლილი შეიტანეს ევროპული ცივილიზაციის შექმნაში. სახელმწიფოებრიობის ისტორიაც ჩვენს ტერიტორიაზე გაცილებით ადრეა დაწყებული ვიდრე ეს დღევანდელ ისტორიის წიგნებშია მოცემული.