განცხადება

განცხადება

  • ივნისი 3, 2020

მეცნიერებათა აკადემიაში 2020 წლის 3 ივნისს ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის გამოცხადების გამო აკადემიაში შეუძლებელი გახდა 2020 წლის 22 იანვარს გამოცხადებული აკადემიკოსების არჩევნების პროცესის გაგრძელება.
2020 წლის 13 მარტს აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით შეჩერდა აკადემიკოსების საარჩევნო პროცესი რამდენიმე თვით. ამჟამად გაუქმებულია საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები კი საშუალებას იძლევა, განახლდეს საარჩევნო კამპანია მიმდინარე წლის 5 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, საარჩევნო კამპანიის წესდების გათვალისწინებული სამთვიანი ვადის დაცვით.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებმა, სადაც ტარდება აკადემიკოსების კანდიდატების შერჩევა, მკაცრად უნდა დაიცვან საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული აკრძალვა-რეგულაციები არჩევნების პროცესის ყველა ეტაპზე.