აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე

აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე

  • ივლისი 13, 2020

ქართულმა მეცნიერებამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა, – გარდაიცვალა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნისვერისტეტის პროფესორი ოთარ ჯაფარიძე.

ოთარ ჯაფარიძის მეცნიერული შემოქმედება მეტად მდიდარია. მისი ნაშრომები უმთარესად საქართველოსა და კავკასიის ბრინჯაოს ხანის კულტურის კვლევებისადმია მიძღვნილი. სავსებით კანონზომიერია, რომ ოთარ ჯაფარიძე აღიარებულია კავკასიის ბრინჯაოს  კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მკვლევარად არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ოთარ ჯაფარიძე მრავალი წიგნის, მონოგრაფიის და ნაშრომის ავტორია. მას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის პრემია.

ოთარ ჯაფარიძის მდიდარმა სამეცნიერო მემკვიდრეობამ მის სიცოცხლეშივე დაიკავა საპატიო ადგილი ქართული მეცნიერების საგანძურში, რასაც დროთა სვლა მეტი ბრწყინვალებით წარმოაჩენს. დაუვიწყარია გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნა მისი კოლეგების, მრავალრიცხოვანი მოწაფეებისა და ქართველი საზოგადოების ცხოვრებაში.