განცხადება აკადემიკოსთა ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

განცხადება აკადემიკოსთა ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  • ოქტომბერი 10, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში:

სპეციალობა

ვაკანსია

მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება

ფიზიკა 1
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება

აგროეკოსისტემების მდგრადობა

1

ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება
ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული  ურთიერთობები 1

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადე­მიკოსად) შეიძ­ლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვი­თარებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადე­მიკოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწე­სებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავ­ლებლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსობის კანდი­დატთა მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად): სამეცნიერო საბჭოს, ან აკადემიის წევრის (წევრების) წარდგინება სათანადო დასაბუ­თებით, დამოწმე­ბული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც იგი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4/6, სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპ­ლომის ასლი, მონაცე­მები შრომითი და სამეცნიერო საქმია­ნობის შესახებ (CV), ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნა­ლებში გამო­ქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით), დარგის სპეცია­ლისტის მიერ კანდი­დატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება (დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართვე­ლოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის იგზავნება საქართველოს მეცნიე­რებათა ეროვნულ აკადე­მიაში. განცხადებები მიიღება 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზ., 52, საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემია (კადრების სამმართველო, IV სართული, ოთახი 409, ტელ. 2 93-29-86). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 11-დან 17 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართვე­ლოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდზე (www.science.org.ge), რისთ­ვისაც წარმოდგენილ უნდა იქნეს  CV-ის  ელექტრონული ვერსიაც.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კადრების სამმართველოში.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია