წერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან
- დეკემბერი 22, 2020
ამ დღეებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ ოფიციალური წერილი მიიღო ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისგან, პროფესორ ჩუნლი ბაისგან იმის თაობაზე, რომ იგი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და თავის ადგილს უთმობს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მრავალწლიანი სამეცნიერო ურთიერთობა აკავშირებს, ამის ნათელი დასტურია ის, რომ, ამ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს აკადემიაში შედგა არაერთი სამეცნიერო კონფერენცია, სემინარი, მრგვალი მაგიდა ჩინელ და ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით. გასულ წელს დაიდო მემორანდუმი გუანდუნის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოციაციასთან, რათა უკეთ გასცნობოდნენ ქართველ მეცნიერებს და მათ მიღწევებს; ასევე გასულ წელს გუანდუნის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საბჭოდან ჩინელი მეცნიერების ვიზიტი შედგა, რომლის მიზანი იყო ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და გუანჯოუს პროვინციას შორის; ასევე, გასულ – 2019 წელს ჩატარდა ჩინეთის სახალსო რესპუბლიკის ქ. იანტაის აბრეშუმის გზის ახალი და მაღალი ტექნოლოგიების პარკის ასოციაციის IV სხდომა სახელწოდებით – „აბრეშუმის გზის განვითარება მომავალში, ერთი სარტყელი, ერთი გზა“.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2014 წელს თბილისში გაიხსნა ქ. იანტაის ახალი და მაღალი ტექნოლოგიების ზონის გაცვლის საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც ქართველი მეცნიერები წარმატებით განაგრძობენ თავიანთ მოღვაწეობას ჩინეთში. ამის დასტურია ჩვენი აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის არაერთი ვიზიტი ჩინეთში.
იმედია, რომ ორმხრივი მეცნიერული თანამშრომლობა მომალშიც გაგრძელდება.