მაღალი და ახალი ტექნოლოგიების ათვისების ზონა «აბრეშუმის გზა»
- თებერვალი 1, 2021
ა.წ. 17 იანვარს, ჩინეთის იანტაის ტექნოლოგიური პარკიდან (მაღალი და ახალი ტექნოლოგიების ათვისების ზონა «აბრეშუმის გზა») გვაცნობეს, რომ სიჩუანის პროვინციის პინშანის რაიონში იაპონური ზღმარტლის (მუშმულას) სადემონსტრაციო ნაკვეთი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილისადმი მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად გადააქციეს ამ პროვინციის ფერმერთა სადემონსტრაციო ნაკვეთად, რომლის შესასვლელში დაყენებულ ბანერზე წერია : “სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან. აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილის მიერ დაარსებული სადემონსტრაციო ნაკვეთი». ამ ნაკვეთზე 2018 წლიდან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის მასტერკლასები უტარდებათ ადგილობრივ ფერმერებს, რომლებმაც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით “მრავალწლოვანი კულტურების მოსავლიანობა გაზარდეს 2,5-3,0 ჯერ და თავი დააღწიეს სიღატაკეს». ასეთი მნიშვნელოვანი მიღწევები სისტემატიურად შუქდება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიით და ქვეყნდება ჩინეთის ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში.
https://mp.weixin.qq.com/s/mcBVmjCnuk1ndyO5B4PJ7g