საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2020 წლის მუშაობის მოკლე მიმოხილვა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2020 წლის მუშაობის მოკლე მიმოხილვა

  • თებერვალი 26, 2021

 

გასულ საანგარიშო წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, პანდემიით გამოწვეულ მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა. მიუხედავად ამისა, აკადემია ძრითადად გამართულად ფუნქციონირებდა  და  ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

საანგარიშო წელსაც აკადემიამ, ტრადიციისამებრ,  განახორციელა საქართველოს უმაღ­ლე­სი სა­განმანათლებლო და სამეც­ნიერო-კვლევითი დაწესებუ­ლე­ბების მიერ 2019 წელს  ჩატა­რებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ექსპერტული შეფასება. განხილულ იქნა 9 უნივერსიტეტის, მათთან გაერთიანებული 48 და 13 დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებიდან წარმოდგენილი  379 პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა 148 ექსპერტი, მათ შორის, 48 აკადემიის წევრი.  ექსპერტიზის შედეგები  წარედგინა განათ­ლები­ს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შესაბამის დაწე­სე­ბუ­ლებებს.

ექსპერტიზასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თუ აკადემია წლების მანძილზე  აფასებდა სამეცნიერო მუშაობის შედეგებს, მაგრამ არ მონაწილეობდა სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების (გეგმების) ფორმირებაში. ახლა მდგომარეობა გამოსწორდა და სამეცნიერო დაწესებულებების კვლევითი პროგრამები საექსპერტო შეფასებას აკადემიაში გადის. გასულ წელს აკადემიამ შეაფასა ხუთი ინსტიტუტის სამუშაო გეგმა.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აკადემიაში გაერთიანებული იყო 65 აკადემოკოსი, 22 წევრ-კორესპონდენტი და 9 სტიპენდიატი.  არჩეულ იქნა ოთხი ახალი ნამდვილი  წევრი.

გაიმართა  1  საერთო კრება (15 ივლისი) და  პრეზიდიუმის  12  სახდომა. მიმდინარე და ორგანიზაციულ საკითხებთან ერთად პრეზიდიუმმა მოისმინა და განიხილა სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც საზგადოებრივ გამოწვევებსაც ეხმიანებოდა: 1. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარების სტიმულატორი – ალექსინი. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიგზავნა წერილი ალექსინის წარმოების და რეალიზაციის  შესახებ (აკად. ე. ქემერტელიძე); 2. ეკონომიკური პოლიტიკის მიმართება ეკონომიკურ მეცნიერებასთან და პოსტკომუნისტური საქართველოს გამოცდილება  (აკად. ვ. პაპავა). ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში  (აკად. წევრ-კორ. ა. დიდებულიძე).

საანგარიშო წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმები  გააფორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და კავკასიის უნივერსიტეტთან.

აკადემიის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ახალი პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნებში (ქ.ზალცბურგი, ავსტრია, 16 ოქტომბერი.), აგრეთვე, თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის მუშაობაში (7 დეკემბერი).

გასულ საანგარიშო წელს აკადემიის სახელობითი პრემიები მიენიჭათ: 1. პროფესორ სერგო ხარიბეგაშვილს – ანდრია რაზმაძის  სახელობის  აკადე­მიური პრემია  3000 ლარის ოდენობით მონოგრაფიისათვის  „ზოგიერთი ლოკალური და არალოკალური მრავალგანზომილე­ბიანი ამოცანა ნახევრად წრფივი ჰიპერბოლური განტოლებებისა და სისტემების ერთი კლასისათვის“. 2. პროფესორ მინდია უგრეხელიძეს –  თინათინ წერეთლის სახელობის აკადემიური პრემია 3000 ლარის ოდენობით ნაშრომთა ციკლისათვის  „სამართლის ფილოსოფიის პრობლემატიკა“. 3. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს  ოთარ დუდაურს და გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატ მანანა ტოგონიძეს  -ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის აკადემიური პრემია 3000 ლარის ოდენობით  მონოგრაფიისათვის  „საქართველოს მეზოზოური ინტრუზი­ული კომპლექსების პეტროლოგია და იზოტოპური გეოქრონოლოგია“ .

მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შესაბამისი  განყოფილებების წარდგინებით აკადე­მიის საპატიო სიგელები გადაეცათ წარმატებულ მეცნიერებს: ხელნაწერთმცოდნეობაში – პროფ. ნინო მელიქიშვილს, აღმოსავლეთმცოდნეობაში – პროფ. გიორგი ლობჟანიძეს, ლიტ­მცოდნეობაში – პროფ. ივანე ამირხანაშვილს, მათემატიკაში –  ფიზიკა-მათემატიკის მეცნ.დოქტორდ, პროფ. დავით ნატროშვილს.

აკადემიკოსებს გიორგი კვესიტაძესა და თინათინ სადუნიშვილს წიგნისათვის: „  დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი“  მიენიჭათ საქართველოს ეროვნული პრემია და ლაურეატის წოდება.

საანგარიშო წელს აკად. გ. კვესიტაძეს მიენიჭა ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (International Engineering and Technology Institute (IETI)) ყოველწლიური სამეცნიერო პრემია.

აკად. გ. ჯანელიძემ მიიღო სამხრეთ აფრიკის მათემატიკური საზოგადოების ჯილდო სამეცნიერო კვლევაში (South African Mathematical Society Award for Research Distinction 2020).

როგორც მოგეხსენებათ, აკადემია  წარმო­ადგენს სამე­ც­ნიერო კვლევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას. აქ სამეცნიერო განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული ერთეუ­ლების სახით წარ­მოდგენილია თანამედროვე მეცნიერების ყველა დარგი. აკა­დემიის წევ­რები ნაყოფიერად იკვლევენ მათემატიკის, საბუნებისმ­ე­ტყველო დარ­გების (ფიზიკის, გეოლოგიის, გეოფი­ზი­კის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფი­ზი­­­ოლოგიის, მედიცინის, სოფ­ლის მეურნეობის), გამოყენებითი მექა­ნი­კის, მშე­ნებლობის, მანქა­ნათმ­შენებლობის, ენერგეტიკის, მართვის პროცესების, ქიმიური ტექ­ნოლოგიების, ჰუმანიტარული დარ­გების (ისტორია, არქეო­ლო­გია, ეთნოლოგია, ხელოვნებათ­მცოდ­ნეობა, ეკო­ნო­მიკა, სამარ­თა­ლი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია) აქტუა­ლურ პრობლე­მებს, რომ­ლის შედეგები საე­რ­თა­შორისო დონეზეა აღიარებული. საანგარიშო წელს აკადემიის წევრებმა გამოაქვეყნეს 10 წინი და 150-მდე სტატია, მათ შორის, საძრვარგარეთ – 3 წიგნი და 90-მდე სტატია.

მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების  წევრების მიერ დამუშავდა: ჰომოლოგიური ალგებრის (აკად. ხ. ინასარიძე), დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივი თეორიის  (აკად. ი. კიღურაძე), წონიანი შერეულნორმიანი გრანდ ლებეგის სივრცეების (აკად. ვ. კოკილაშვილი), კვანტური სისტემების (აკად. ა. ნერსესიანი), ასტროფიზიკის (აკად. გ. ჩაგელიშვილი), გეომეტრიული სტრუქტურების (აკად. ა. ხარაზიშვილი), ტოპოლოგიის (აკად. გ. ჯანელიძე), სპინური ელექტრონიკის პროტონული თეორიის (აკად. გ. ჯაფარიძე), პი-მეზონის ნუკლონზე გაბნევის (აკად. ა. კვინიხიძე), ბერნულის რეგრესის (წ./კ. ე. ნადარაია), კვანტური მექანიკის (წ./კ. ა. ხელაშვილი) პრობლემები.

საანგარიშო წელს აკად. გ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ნაყოფიერად იმუ­შავა მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებასთან არ­სე­ბულმა ბირთ­ვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისიამ. კომისიის თემატიკით შესრულებულია გამოკვლევა:   „პროტონული თერაპია: თანამედროვე მდგომარეობა;   გამოყენების არე, უპირატესობები, შეზღუდვები და პერსპექტივები. საქართველოს გამოცდილება“ (ლია ჭელიძე,  არჩილ ჭირაქაძე,  გიორგი ჯაფარიძე). ნაშრომში მიმოხილულია პროტონული თერაპიის მეთოდის განვითარების ისტორია, გაანალიზებულია ამ მეთოდის  მუშაობის პრინციპები. მიმოხილულია  კიბოს მკურნალობიაში ახალი  ფიზიკური მიდგომები და მეთოდები.

საანგარიშო წელს სათანადო სამუშაო ჩაატარეს განყოფილე­ბასთან არსებულმა მათე­მატიკის (თავ-რე აკად. ხ. ინასარიძე) და ფიზიკისა და ასტრონომიის (თავ-რე აკად. წევრ-კორ. ა. ხელაშვილი) დარგობრივმა კომი­სიებმა;

დედამიწის  შემსწავლელ  მეცნიერებათა განყიფილების  წევრებმა გამოიკვლიეს: კავკასიონის კრისტალური სუბსტრატის ზონალური ცირკონების დათარიღების (აკად. ე. გამყრელიძე, აკად. დ. შენგელია), საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფიის, საქართველოს გეოპოლიტიკის, ისტორიული დემოგრაფიის (აკად. რ. გაჩეჩილაძე), კავკასიის გეოდინამიკის, სეისმურობისა და სეისმური საშიშროების (თ. ჭელიძე), ბიოსტრატიგრაფიის (აკად. წევრ-კორ. მ. კაკაბაძე), არეულშრეებრივი კონგლომერატებისა (ფ. მაისაძე), საქართველოს გეოტურიზმის (აკად. ე. გამყრელიძე,  აკად. წევრ-კორ. ფ. მაისაძე) აქტუალური საკითხები.

საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაის წევრებმა შეისწავლეს  დიდი  კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორული ანტენის საყრდენი რგოლის  დიზაინის ახალი მოდიფიკაციები; გასაშლელი რეფლექტორული  ანტენის გაუმჯობესებული დიზაინი მინი სატელიტებისათვის (აკად. ე. მეძმარიაშვილი);  გადამჭრელ-ინსეკვენტური ტიპის მეწყრული ტანების მდგრადობის შეფასების რიცხვით-ანალიზური  მეთოდი;  ტყიბულ-შაორის საბადოს ნახშირების მიწისქვეშა გაზიფიკაციის მეთოდით მოპოვების პარამეტრების ექსპერიმენტულად შესწავლის მიზნით ლაბორატორიული  გეო-რეაქტორის    დაპროექტება; ბლოკური ტიპის მეწყრული ტანების მდგრადობის გაანგარიშების არსებული მეთოდების შედარებითი ანალიზი (აკად. ლევან ჯაფარიძე); მანქანათა მექანიკის, ინოვაციური  ტექნოლოგიების  დამუშავება  მანქანათმშენებლობასა  და  სატრანსპორტო  საშუალებებში (აკად. თამაზ ნატრიაშვილი); გამოქვეყნდა სახელმძღვანელოები: „გამოყენებითი მექანიკა“, „კინეტიკური არქიტექტურული დიზაინი“, ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების მოწყობილობა-დანადგარები (აკად.  წევრ-კორ. დავით თავხელიძე);

ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების წევრებმა გამიოკვლიეს: ორკომპონენტიანი მარცვლოვანი სტრუქტურა,  თერმო-მექანიკური ძაბვების გამოთვლის ანალიზური მეთოდი, საკონსტრუქციო მასალების ახალი კლასის-დეფორმირებადი მაღალმტკიცე თუჯების სტრუქტურა და თვისებები (აკად. გიორგი თავაძე),  ნავთობის ქიმიის აქტუალური საკითხები (აკად. შ სამსონია),   ბიოდეგრადირებული პოლიმერების – ახალი კლასის ფსევდოპროტეინების, ბიოშეთავსებადი ნანონაწილაკების,  ქსოვილური ინჟინერიის პრობლემები (აკად. რ. ქაცარავა), ფარმაკოლოგიის – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემვველი მცენარეების მნიშვნელობა (აკად. ე. ქემერტელიძე), სინთეზირებული კოორდინაციული ნაერთების აღნაგობა (აკად. გ. ცინცაძე), მოლეკულური ქიმიის პრობლემები, ცეოლითური ადსორბენტებისა და იონმიმომცვლელების  როგორც წყლის გაწმენდისა და სხვა ეკოლოგიური და სამედიცინო გამოყენების პერსპექტივები   (აკად. ვ. ციციშვილი), სითხური ქრომატოგრაფია, ქრომატოგრაფიული მეთოდები როგორც  ქირალური ნივთიერებების ანალიზის  საშუალება (აკად. ბ. ჭანკვეტაძე).

ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილებაში შეისწავლებოდა:  ეკოლოგიური პროცესების ბიოტექნოლოგია, რაც აისახა უცხოეთში გამოქვეყნებულ მონოგრაფიასა და სტატიებში (აკად. გ. კვესიტაძე); მცენარეთა უჯრედის მორფოლოგია, კულტურულ-ბიოქიმიური თვისებები და ვირულენტობა  (აკად. თ. სადუნიშვილი); საქართველოში გავრცელებული Halyomorpha halys-ის მიტოქონდრიული დნმ-ის ნუკლეოტიდების სრული თანმიმდევრობა” (აკად. თენგიზ ბერიძე), მოლეკულური პალეონტოლოგია, დმანისში აღმოჩენილი  არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალის კომპლექსური  ანალიზი (აკად. დავით ლორთქიფანიძე); საქრთველოსა და კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგიური და გენეტიკური პოლიმორფიზმი (აკად.  რამაზ შენგელია), ლათინურ-ქართული ბოტანიკური განმარტებები (თბილისი, საარი), ზომიერი სარტყლის კავკასიურ-ანატოლიურ-ჰირკანული ტყეები (წევრ-კორ. გ. ნახუცრიშვილი), ბირთვულ მატრიქსთან ასოცირებული დნმ ტოპოიზომერაზა II-ის ენდონუკლეაზის მსგავსი აქტივობა დაბალ pH-ზე  (წევრ-კორ. თ. ზაალიშვილი)

ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების წევრები სწავლობდნენ  უროონკოლოგიის, მიასთენიის, აუდიოლოგიის, პედიატრიის,  ქცევის ფსიქოფიზიოლოგიის,  გენეტიკის, ძილ-ღვიძილის ნეიროფიზიოლოგიის მექანიზმების და ა. შ. საკითხებს.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების  წევრები იკვლევდნენ შემდეგ საკითხებს: სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ-პრიორიტეტული მიმართულებები, ცალკეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები (გ. ალექსიძე), აგროტექნოლოგია, გენეტიკური პლაზმის გაცვლის შედეგები, ნანოჰებრიციდები (ა. კოროხაშვილი), ნიადაგის საველე კვლევა, აგრონიადაგმცოდნეობის საფუძვლები (თ. ურუშაძე), ტყვის ჯიშების ტექნოლოგია, დენდროლოგია (ვ. პაპუნიძე),სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, სათიბ-საძოვრების კოლექტიური მართვის კონცეფცია, სივრცის დაგეგმარების კონცეფცია (წ./კ. ა. დიდებულიძე). მუშავდება ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების, მართვის საინფორმაციო სისტემების, სეისმომედეგობის, მდგრადობის, სეისმური უსაფრთხოების და ა. შ. საკითხები,

საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების წევრები  იკვლევდნენ  საქართველოს ისტორიის (აკად. რ. მეტრეველი, აკად. დ. მუსხელიშვილი), არქეოლოგიის (აკად. კ. ფიცხელაური), ეთნოლოგიის (აკად. წევრ-კორ. ლ. მელიქიშვილი), კავკასიური ცივილიზაციის (აკად. რ. მეტრეველი), რელიგიისა და საზოგადებრივი ცხოვრების ( აკად. დ. მუსხელიშვილი), საზოგადოებრივი გეოგრაფიის, დემოგრაფიის (აკად. ვ. ლორთქიფანიძე),  ქართული ხელნაწერული მემკვიდრეობის (აკად. ზ. ალექსიძე), კონსტიტუციური სამართლის (აკად. ჯ. ხეცურიანი),  არატრადიციული ეკონომიკსის, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის (აკად. ვ. პაპავა, აკად. ა. სილაგაძე), პოლიტოლოგიის (აკად. ო. გოგიაშვილი), ფსიქოლოგიის – განწყობის ონტოლოგიური სისტემის, კვლევის მეთოდოლოგიური პრინციპების, დ. უზნაძის მემვიდრეობისა (აკად. წევრ-კორესპონდენტები ი. იმედაძე, დ. ჩარკვიანი)  და სხვა   აქტუალურ საკითხებს.   განყოფილება ოპერატიულად ეხმიანებოდა საზოგადოებრივად მწვავე საკითხებს, როგორიცაა ხელოვნურად აგორებული ე.წ. ოსთა გენოციდისა და დავით-გარეჯის ისტორიული კუთვნილების საკითხებს (აკად. რ. მეტრეველი).

საანგარიშო წელს გარკვეული მუშაობა ჩაატარეს საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებასთან არსებულმა დარგობრივმა კომისიებმა. ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის ორგანიზებით თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე გაიმართა III ეროვნული სამეცნიერო სამეცნიერო კონფერენცია – ”კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამდეოვე გამოწვევები”.  ფორუმზე გამოტანილი საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდა ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესში“, რომელიც შესულია ERIH PLUS-ის ბაზაში: https://www.eugb.ge/index.php.

ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის   ეგიდით  დაიბეჭდა „საქართველოს ისტორიის“ ოთხტომეულის მეოთხე ტომი; მომზადდა, რედაქცია გაუკეთდა და გადაეცა წარმოებას „კავკასიის ისტორია“ (რედაქტორი აკად რ. მეტრეველი); დაიბეჭდა ჟურნალის „ანალების“ მორიგი 16-ე ნომერი;  მომზადდა, რედაქცია გაუკეთდა და  აშშ-ში, გამომცემლობა „ნოვაში“ გადაიგზავნა გამოსაცემად კრებული „ რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ (რედაქტორი აკად. დ. მუსხელიშვილი); ქრისტიანული კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით წლის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ჩაატარა სემინარების ციკლი „განათლება და სულიერი ფასეულობები“. ჩაატარა მრგვალი მაგიდა „რელიგია და აკაკი   წერეთლის ლიტერატურული შემოქმედება“. კომისიის ეგიდით გამოქვეყნდა მონოგრაფია „კოლმეურნეობა საქართველოში“, I ტომი (ავტორი ა. დაუშვილი).

ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების  წევრების მიერ შესწავლილ იქნა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, ლექსიკოგრაფია, შეიქმნა სასკოლო სახელმძღვანელოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში (ა. არაბული), ბერძნული ცივილიზაციის, ანტიკური კავკასიის (რ. გორდეზიანი), თარგმნის მეთოდოლოგიის (ი. მერაბიშვილი), რუსთველოლოგიის, ქართული ჰაგიოგრაფის (ე. ხინთიბიძე), თურქოლოგიის (ე. ჯაველიძე), ქართველური და აფხაზურ-ჩერქეზული ენათმეცნიერების (ვ. შენგელია) სავანძო საკითხები.

აღსანიშნავია სტიპენდიატების ნაყოფიერი მუშაობა თავიანთ მიმართულებებში, ამ კუთხით არც გასული წელი იყო გამონაკლისი. მათ გამოაქვეყნეს საყურადღებო ნაშრომები, მიიღეს ფართო მონაწილეობა სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში. მწიდროდ თანამშრომლობდნენ დარგის წამყვან ცენტრებთან   როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. აკადემიაში ფუნქციონირებს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო, რომელიც კოორდინაციას უწევს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევრების საქმიანობას, სისტემატურად ატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებს.

საანგარიშო წელს აკადემიის რამდენიმე წევრმა საბუნებისმეტყველო და ტექნიკური დარგებიდან დაარეგისტრირა ან განაცხადი წარადგინა არაერთ პატენტზე.   აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გაიგზავნა პასუხი საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრა“-ს მიერ საქპატენტის თაობაზე აკადემიის ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების შესახებ კითხვარზე (აკად. წევრ-კორ. ა. დიდებულიძე). გასულ წელს აკადემიის წევრებმა მიიღეს  პატენტები შემდეგ გამოგონებეზე: მიღებული აქვს საქართველოს  „ფეროშენადნობის უწყვეტი ჩამოსხმის როტორული ტიპის უნივერსალური მანქანა“ (აკად. გ. თავაძე);  „Composition comprising a polymer and a bioactive agent and method of preparing thereof, „ახალი ბიოდეგრადირებადი კატიონური ფსევდო-პროტეინები ბის-L-არგინინ­ალ­კი­­ლენ დიესტერებისა  და მულტიამინების საფუძველზე“ (აკად. რ. ქაცარავა);   აირ-ჰიდრავლიკური საჭედი მანქანა (აკად. თ. ნატრიაშვილი). „საქპატენტში“  წარდგენილია არაერთი განაცხადი (აკად. თ. ნატრიაშვილი, აკად. წევრ-კორ. დ, თავხელიძე).

 

რედაქციები, ცენტრები, კომისიები

წარმატებით საქმიანობდა  ქართული ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთავარი სამეცნიერო რედაქცია, სადაც  მიმდინარეობდა მუშაობა  ენციკლოპედია „საქართველოს“, აგრეთვე, „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობია“ მორიგი ტომებზე.

აკად. . წერეთლის სახ. ვეფხისტყაოსნის აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტი (რუსთაველის კომიტეტი) სამეცნიერო მუშაობას წარმართავს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით: ა) რუსთველოლოგიური ლიტერატურის ბიბლიოგრაფიისა და „რუსთაველის კომი­ტე­ტის მემკვიდრეობის“ მოწესრიგე­ბა, „ვეფხისტყაოსნის“ საგამომცემლო პროექ­ტების ხელშეწყობა; ბ) „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აკადემიური გამოცემის მასალების მომზადება და პუბლიკაცია; გ) „ქართული ენის თესაურუსის“ შედგენა; დ) „რუსთაველის კომიტეტისთვის“ ახალი ვებ-გვერდის შექმნა. სმეა „რუსთაველის კომიტეტში“ ხელმძღვანელობდა ქართული ბიბლიური წიგნების სიმ­ფონია-ლექსიკონის შედგენის, ელექტრონული რესურსების მომზადებისა და ლემა­ტი­ზაციის სამუშაოებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონულ სამეცნიერო ცენტრის  დარგობრივი კომისიები ნაყოფიერად მუშაობენ  რეგიონის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების აქტუალურ პრობლემებზე. ატარებს კვლე­ვებს აჭარის რეგიონში მცენარეთა ბიომრავალფეროვნების გენეტი­კური რესურსების გამოვლენის, დაცვის, შენარჩუნებისა და გამოყენების მიმართულებით. ეწყობა ექსპედიციები და ტარდება კვლევები ისტორიული საქართველოს – კლარჯეთის ის­ტორიის, მატერიალუ­რი კულტურის ძეგლების, ეთნოლოგიის, ფოლკლორის, დია­ლექტოლოგიის, ტოპონიმიკისა და სხვა საკითხებზე.

აღსანიშნავია  ინტენსიური და საქმიანი მოღვაწეობა, რასაც აკადემიასთან არსებული კომისიები და ცენტრები ეწევიან. ისინი აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების  მხარფახარ მოღვაწეობენ და თავიანთ საქმიანობაში ჩართული ჰყავთ ქვეყნის წამყვანი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების  სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები  და მეცნიერები. აღსანიშნავია, რომ  კომისიების წევრები აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო საქმიანობის წლიური შედეგების ექსპერტიზაში.

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევებისა და ინოვაციების, აგრეთვე, ინოვაციური პროდუქტების კომერციალიზაციის, მაღალი ტექნოლოგიების ათვისების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს.
საანგარიშო წელს ამ კომისიამ მოისმინა, განიხილა და შესაბამისი რეკომედაციები შეიმუშავა  8 მსხვილი პროექტის გარშემო. ესენია: 1.საქართველოს ანტიკრიზისული ხუთწლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა (მომხს.რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე ა. საკანდელიძე); 2. წყალბადის დიზელი – მომავლის ძრავა. შექმნის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები (მომხს. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. რ. ქავთარაძე); 3. მიწისძვრის წინ არსებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოდელი და ძლიერი მიწისძვრების  პროგნოზირების მეთოდები (მომხს. ფიზ.- მათ. მეცნ. დოქტორების მ. კაჭახიძე და ნ. კაჭახიძე-მერფი); 4.უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების ინოვაციური მოდელები (მომხს. პროფ., ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჯავახიშვილი); 5. ურბანული სისტემების დაგეგმარებისა და მართვის თანამედროვე მეთოდები და საშუალებები (მომხს. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. მ. ახობაძე);  6. სტეროიდული გლიკოზიდები – მცენარეთა ზრდის სტიმულატორები (მომხს. აკად. ე. ქემერტელიძე); 7.ცირკულარული ეკონომიკის ასპექტები და გამოწვევები საქართველოში (მომხს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ს. პავლიაშვილი); 8.ბიონანოკერამიკული სუპერპარამაგნე-ტიკების მიღება მაგნიტური სითხის  ჰიპერთერმიისათვის და ლოკალური კანცერთერმია კიბოს დაავადებების სამკურნალოდ (მომხს. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ.  ზ. კოვზირიძე).
ცენტრის სხდომების მუშაობაში მონაწილეობდნენ ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, მოწვეული მეცნიერები და სპეციალისტები, ახალგაზრდა მკვლევარები და სტუდენტები. პრაქტიკულად ყველა სხდომის დადგენილება წერილობით ეცნობა სახელისუფლებო სტრუქტურებს, სშირ შემთხვევაში მიღებულია დამაიმედებელი პასუხები.

ცენტრი აქტიურად აგრძელებს მუშაობას საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების სამენოვანი ბანკის შესაქმნელად, რომელიც 40-მდე მნიშვნელოვან, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებში გასავრცელებელ ინოვაციურ პროექტს მოიცავს, რისთვისაც ცენტრი  მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ქვეყნების საინოვაციო ცენტრებთან; აქ გამოსაყოფია ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. იანტაის აბრეშუმის გზის ახალი და მაღალი ტექნოლოგიების პარკების ასოციაციასთან, რომლიც ჩარჩოებში ხორციელდება მრავალი საინტერესო პეროექტი. მომზადდა ამ სამუშაოს ამსახველი წერილი  საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას სახელზე.

„ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია“  აქტუალურ თემებზე ატარებდა სხდომებს, რომლებიც ძირითადად ეძღვნება სახელმწიფოებრივ და ეროვნულ პრობლემების შესწავლა-შეფასებას. გასულ წელს კომისიამ განიხილა: 1. მინოსური ხანის პიქტოგრაფიული დამწერლობა – ფესტოსის დისკოს პროტოქართული წარწერების სილაბურ-ლოგოგრამული სისტემა“ (მომხსენებლები: ფილოლოგიის მეცნიერება დოქტორი, ლინგვისტი ნანა შენგელია და საერთაშორისო ლინგვისტური ასოციაციის წევრი, ევროპის ლინგვისტური საზოგადების წევრი, მათემატიკოსი გია კვაშილავა ); 2.   ქართული სკოლის მოდელი  (მომხს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ.  სერგო  დუმბაძე).  კომისამ მოიწონა „ქართული სკოლის პროექტი“ გადაწყდა წარდგენილი პროექტი გადაეგზავნოს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს მინისტრთა კაბინეტს.

საქართველოს მთის მოსახლეობის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიამ განიხილა შემდეგი საკითხები: 1. ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის პროექტირება და მშენებლობა;  2. მთის ფონდის განაწილება  (მთავარი მოხსენება წარმოადგინა ავ. არაბულმა. თანამომხსენებლები კ. არაბული, ლ. თორთლაძე, ნ. ჭითანავა). 3. ხადას ხეობაში მიმდინარე ახალი საავტომობილო გზის გაყვანის შედეგად ამ ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ კვლევა წარმოდგენილი იქნა არქეოლოგ გ. გოგოჭურის მიერ, 4.საქართველოსმთის რეგიონებში არსებული მმართველობითი სისტემა და მისი გაუმჯობესების გზები (მომხსენებელი ა. არაბული). 5.საქართველოს მთის რეგიონებში (სვანეთში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში) მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოსმენილი იქნა მოხსენება, რომელიც წარმოადგინეს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა: ი. რუტუამ, ი. ახალაიამ, მ. ბოლოთაშვილმა.  6. ჩატარდა გასვლითი სხდომა სვანეთში, სადაც განხილული იქნა სვანეთში არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, კულტურული ძეგლების, სვანური ენის შენარჩუნების და მოსახლეობის ადგილზე დამაგრების საკითხები. მომხსენებელმა მირონ ფირცხელანმა. ჩატარდა კომისიის წევრების შეხვედრა თუშეთის მოსახლეობის წარმომადგენლებთან. ამ კომისიას მომავალშიც  დიდი ამოცანების გადაწყვეტა მართებს, რისთვისაც კომისიის თითოეული წევრი უანგაროდ იღვწის.

ეკოლოგიური უსაფრთხოების  კომისიის  შემადგენლობა (სულ 48 წევრი) საკმაოდ წარმომადგენლობითია. 2020 წლის განმავლობაში მოსმენილი იყო მოხსენებები:  1. ქარისმიერი ეროზია და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში (მომხსენებელი სოფლის მეურნების მეცნიერებათა დოქტორი გიზო გოგიჩაიშვილი). 2. სინერგეტიკული მიდგომა ფარმაკოლოგიასა და მცენარეთა დაცვაში ( მომხსენებელი პროფ. არჩილ ჭირაქაძე); 3. საქართველოს მიწის რეფორმის შედეგები დამოუკიდებლობის მიღებამდე და მიღების შემდეგ:   4. ნიადაგის ნახშირბადი და კლიმატის შეცვლა მომხს. პროფ. გ. გოგიჩაიშვილი).  5. მწვანე დერეფნის შექმნა და განვითარება („დიდი მცხეთის“ მაგალითზე) [მომხს. არქიტექტორი, ურბანულ მეცნიერებათა დოქტ.  თ. ხოშტარია).

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია განაგრძობდა  მუშაობას პროექტზე -“საქრთველოს სოფლის მეურნეობის  კლიმატგონივრული ტექნოლოგიები”, რომელიც წარმოადგენს პირველ მცდელობას საქართველოში გლობალური დათბობის და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების კომპლექსური შეფასებასათვის და არის მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგია. ის სასარგებლო იქნება სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკის სხვა სექტორებში დასაქმებული ფერმერების, სტუდენტების, ბიზნესმენებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის.   კომისიის რეკომენდაციით მომზადდა და უცხოეთში გამოიცა აგროტექნოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც განკუთვნილია სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის, ყველა იმ პირისათვის, სასწავლებლისათვის, საზოგადოებებისათვის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებებისათვის, რომლებიც აგრარულ სექტორში არიან დასაქმებული და ეწევიან კომერციულ საქმიანობას.

ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე განხილული იქნა მთელი რიგი აქტუალური საკითხი; მათ შორის აღსანიშნავია დასავლეთ საქართველოში თხილის ლპობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ღონისძიებების შემუშავება რაც ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი და საპრობლემო საკითხია.

საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წელს მთელი რიგი ღონისძიებები ჩაატარა. გან­სა­კუთრებული ყურადღება მიექცა კომიტეტსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ისტორიკოსებს შორის კავშირის გან­მტკიცებას და მათი საქმიანობის კოორდინაციას, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების შესწავლას.  კომიტეტის წევრები მონაწი­ლეობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, გამოაქვეყნეს არაერთი სამეცნიერო ნაშ­რომი და სპეციალური გამოკვლევა საქართველოს ისტორიის  საკითხებზე.

საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია საანგარიშო პერიოდში აგრძელებდა მუშაობას ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების მრავალტომეულის გამოცემაზე. გამოიცა ორი –  მე-9 და მე-10 ტომები.  სადაც შევიდა 1408-1836 წლების  ისტორიული დოკუმენტები და  ექვთიმე თაყაიშვილის  ეპისტოლური მემკვიდრეობა – მიმოწერა სხვადასხვა პიროვნებასა თუ დაწესებულებასთან.  კომისიამ გამოაქვეყნა ახალი „ქართლის ცხოვრების“ III  ტომი (გ. არახამია).

კომისიის წევრებმა გამოაქვეყნეს  საყურადღებო  ნაშრომები საქართველოს ისტორიის ქართული და უცხოური წყაროების შესახებ.

ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისიამ  istoriis, არქეოლოგისა და თეოლოგიის კომისიასთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რაც ზემოთ უკვე აღინიშნა.

ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისია  როგორც საფრთხეების წინააღმდეგ ბრძო­ლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მონაწილეობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის პერიოდულ განახლებაში, რადიაციულ და ბირთვულ სფეროში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციაში.

კომისია განაგრძობდა მუშაობას  ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი და გამოყენებითი პოტენ­ციალის მქონე  საპროექტო წინადადებებზე.

ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელ კომისი განაგრძობდა მუშაობას თემატიკაზე, რომელიც ხელს შეოწყობს ქვეყანაში კატასტროფების რისკის შემცირების პროცესს, აგრეთვე, საერთაშორისო გამოცდილების, მეცნიერული შედეგებისა და ახალი ტექნოლოგიების გადმოტანით საქართველოს ინტელექტუალურ სფეროში, უმაღლეს სასწავლებლებში, ბიზნეს-სექტორში და ფართო საზოგადოებაში.

საქართველოს (კავკასიის) გენოფონდის შემს­წავ­ლელმა კომისია განაგრძობდა    გენეტიკური მასალის, ანთრო­პოლოგიური, დემოგრაფიული და ეთნოლოგიური მონაცემების დამუშავებას, გენეტიკური შესწავლის მიზნით შეგროვდა ბიოარქეოლოგიური მასალის შეგროვებას.

საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია განიხილავდა   ორგანოთა და ქსოვილთა ტრანს­პლანტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ეკოლოგიური  უსაფრთხოების  კომისია  მუშაობდა  ეკოლოგიური უსაფრთხოების აქტუალურ პრობლემებზე.

უაღრესად ფართოა აკადემიის საერთაშორისო კონტაქტები.  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობს საზღვარგარეთის მრავალ აკადემიასა და უნივერსიტეტთან. ესენია: დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემია; ათენის (საბერძნეთი) უნივერსიტეტი; საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნულ ცენტრი; პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია; ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია; იუნესკო; ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქ. იანტაის ახალი და მაღალი ტექნოლოგიების ზონის გაცვლის საერთაშორისო ცენტრი; დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტი; ჩინური კომპანია „Linyi Top Network Co., TD”; ყაზახეთის ეროვნულ საინჟინრო აკადემია; ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია; თურქეთის მეცნიერებათა აკადემია; რუმინეთის მეცნიერებათა აკადემია; უნგრეთის მეცნიერებათა აკადემია; ისრაელის,  ესტონეთის, ლატვიის, თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიები; ავსტრიის ბიოტექნოლოგიის ცენტრი; ბაქოს ხაზარის უნივერსიტეტი. განსაკუთრებული ურთიერთობებია დამყარებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიასთან და რამდენიმე უნივერსიტეტთან, რომლებთანაც  კონტაქტები ამა თუ იმ ფორმით გასულ წელსაც გრძელდებოდა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრების გამოკვლე­ვები მონოგრაფიებისა და სტატიების სახით სისტემატურად ქვეყნდება საზღვარგარეთის მაღალრეიტინგულ გამომცემლობებსა და სამეცნიერო ჟურნალებში.

საანგარიშო წელს  აკადემიის წევრებმა საზღვარგარეთ გამო­აქვეყნეს: 3 წიგნი,    აგრეთვე, უცხოეთში  მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნდა 90-მდე  სტატია.

მონაწილეობა უცხოეთის საგრანტო პროექტებში: აკადემიის წევრები აქტიურად მონაწილეობენ უცხოური საგრანტო პროექტის შესრულებაში, მათ შორის აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და რაც მთავარია ევროგაერთიანების მიერ დაწესებულ პროექტებში. საქართველოში გერმანიასთან ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის  (GIZ GE) მიერ დაფინანსდა ერთობლივი საგრანტო პროექტი   “გურიის რეგიონის ბუნებრივი ტყეები” (აკად. წევრ-კორ. გ. ნახუცრიშვილი).  ფოლკსვაგენის ფირმის საგრანტო პროექტი   – სადოქტორო პროგრა­მები საქართველოს, სომხეთისა და ბონის (გერმანია) უნივერ­სიტეტების დოქტორანტებისათვის (აკად. წევრ-კორ. ა. ხელაშვილი).   საერთაშორისო სამეცნიერო პროექტისა „ტურბულენტობის ბუნება კუმშვად ჰომენტროპულ მუდმივი წანაცვლების მქონე დინებებში: მისი გრიგალური და ტალღური შემადგენლობის თვითშენარჩუნება“ (აკად. გ. ჩაგელიშვილი).

ქართველი მეცნიერები, როგორც წესი, რეგულარულად მონაწილეობენ საერ­თა­­შორისო კონფერენციებში, კონგრესებში, სიმპოზიუმებში, და სხვ., სადაც ისინი ხშირად თავმჯდომარეობენ ღონისძიებების მიმდინარეობას და, აგრეთვე, გამოდიან საინტერესო მოხსენებებით.

აკადემიის წევრები   ტრადიციისამებრ აქტიურად იყვნენ ჩაბმული სამამულო და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ წაკითხულ იქნა მოხსენებები QUALITDE – 2020-ის ფარგლებში, აგრეთვე, დისკრეტულ მათემატიკაში  ჩატარებულ კონფერენციებზე (აკადემიკოსები . კიღურაძე და ა. ხარაზიშვილი);  „მეცნიერება, ტექნოლოგია და ინოვაციური ტექნოლოგიები ძლიერი სახელმწიფოს ეპოქაში“ (თურქმენეთი), „ნიადაგების, ნალექების, წყლისა და ენერგიის 36-ე ყოველწლიური საერთაშორისო ვირტუალურ კონფერენციაში (აშშ), ევროპის აკადემიების ფედერაციის (ALLEA), ფლამანდიის მეცნიერებათა და ხელოვნების სამეფო აკადემიის ერთობლივი პანელური დისკუსიაში-“გენომის რედაქტირება მოსავლის გაუმჯობესებისათვის”, “კვების პროდუქტების შესახებ”. ISEKI-Food Association. (ქ. ვენა, ავსტრია) (აკად. გ. კვესიტაძე); ოფიოლიტური ოლოსტოსტრომის შედარებითი დახასიათება  (თბილისი, 23-25 სექტემბერი), დიზის სერიის რეგიონული და კონტაქტური მეტამორფიზმი (კავკასიონი). (ავსტრია, ვენა., 4-8 მაისი) (აკად. დავით შენგელია);. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ძირითადი საშიშროებების შეთანხმების შეხვედრაში (აკად. თ. ჭელიძე); ურალის მე-13 ლითოლოგიური სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციაში  (ქ. ეკატე­რი­ნებურგი რუსეთი) ( წევრ-კორ. ფ. მაისაძე); მე-VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ (აკად. რ.გაჩეჩილაძე);   ტრიბოლოგიის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია TURKEYTRIB’20,  (სტამბული, თურქეთი, 17.12 – 19.12), II საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია “მასალათმცოდნეობა, მანქანათმშენებლობა და ენერგეტიკა, პრობლემები და განვითარების პერსპექტივები“ (ბარნაული, 20.11-21.11),  საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, (ბათუმი, 27.08-29.08)   (აკად. თ. ნატრიაშვილი); მეტალურგიის თანამედროვე  პრობლები  (უკრაინა, კიევი) (აკად. გ. თავაძე); 4th World Congress on Polymer Chemistry, October 26-27,  (აკად. რ. ქაცარავა); ბაქოს სახელწიფო უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიის კათედრის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი VIII  სამეცნიერო კონფერენცია (აკად. გ. ცინცაძე); მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული ინტერნეტ-კონფერენცია  „თანამე­დრო­ვე ფარმაცია – მეცნიერება და პრაქტიკა“ (1-21 დეკემბერი, ქუთაისი),  22-ე საერთაშორისო კონფერეცია „მასალები, მეთოდები და ტექნოლოგიები“  (29 აგვისტო – 1 სექტემბერი, ბურგასი, ბულგარეთი), „ზედაპირის ქიმია, ფიზიკა და ტექნოლოგია“ (21-22 ოქტომბერი, კიევი, უკრაინა), „კოორდინაციულ ნაერთთა ქიმია“ ((22-23 დეკემბერი, ბაქო, აზერბაიჯანი) (აკად. ვ. ციციშვილი);  AASSA-ს საერთაშორისო ფორუმი (პაკისტანი) (აკად. ა. კორახაშვილი);   გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიის  (UNECE) ვებინარი  („რეგიონული ინოვაციური პოლიტიკის პერსპექტივების მიმოხილვა საქართველოს მდგრადი განვითარების ანგარიშისათვის“, 16 დეკემბერი) [აკად. წევრ-კორ. ა. დიდებულიძე]. ECONWORLD-ის მეთერთემეტე საერთაშორისო კონფერენციაში ეკონომიკაში პორტო – პორტუგალია, 23-25 იანვარი); პანელური დისკუსია თემაზე „კორონავირუსი, გლობალიზაცია და საქართველო: ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები“ (თბილისი, 18 მაისი) [აკად. ვ. პაპავა]; საერთაშორისო კონფრენცია:  33-ე ქართველოლოგის დღე (ვესმისტერის უნივერსიტეტი, 8 ოქტომბერი,  ინგლისი, ლონდონი (აკად. წევრ-კორ. ლ. მელიქიშვილი); საერთაშორისო კონფერენცია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის საკითხები (კალუგა, რფ) [აკად. წევრ-კორ. ი. იმედაძე].

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები არჩეულნი არიან უცხოეთის მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრებად, მინიჭებული აქვთ საპატიო   დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, დაჯილდოებული არიან პრიზებით, სახელმწიფო ჯილდოებით და სხვა. საანგარიშო წელს გ. ჯანელიძე აირჩიეს სამხრეთ აფრიკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. აკად. რ. ქაცარავა არჩეული International Council on Materials Education (USA)  წევრად.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები ტრადიციულად მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვარგარეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან. კონტაქტები გრძელდებოდა საანგარიშო წელსაც.  ფართოა ურთიერთობებოის გეოგრაფიაც. ასე მაგალითად, აკადემიის წევრები თანამშრომლობდნენ ისეთ დაწესებულებებთან, როგორიცაა, ქ.ტრიესტის (იტალია) თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (აკად. ა.ნერსესიანი),     ფლინდერსისა (ავსტრალია) და მანჩესტერის (ინგლისი) უნივერსიტეტები  (აკად.ა. კვინიხიძე);  კეიპტაუნისა (სამხრეთ აფრიკა),  ავსტრალიის (Maquarie), ბელგიის (Louvain-la-Neuve), იტალიის (Padova), მექსიკის (Universidad AutónomaMetropolitana) და პორტუგალიის (Coimbra) უნივესიტეტები (კად. გ. ჯანელიძე). უკრაინის მეცნიერებათა ერვნული  აკადემიის ი. ფრანცევიჩის მასალათმცოდნეობის პრობლემების ინსტიტუტი; უკრაინის პატონის სახელობის ელექ­ტრო შედუ­ღე­ბის ინსტიტუტი, ბელარუსიის საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიების ორგანიზაცია; ხაიფას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი „ტექნი­ონი“ (ისრაელი); სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობისა და წარმოების ტექნოლოგიების კვლევით ცენტრი (აკად. გ. თავაძე); ავსტრიის სამრეწველო ბიოტექნოლოგიის ცენტრი, შანდუნის უნივერსიტეტისა და იანტაის მეცნიერებათა აკადემია (ჩინეთი), ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორია (აშშ) და ა.შ.  (აკად. გ. კვესიტაძე); პოლონეთის მცენარეთა შეჯვარებისა და აკლიმატიზაციის ინსტიტუტი (IHAR, Radzikow, Poland). გამოყენებითი მეცნიერებების ციურიხის უნივერსიტეტი, ბუნებრივი რესურსების მეცნიერებების ინსტიტუტი (Institute of Natural Resource Sciences,  Zurich University for Applied Sciences (ZHAW), Einsiedlerstrasse 31, CH-8820 Wädenswil SWITZERLAND), აზიის მეცნიერებათა აკადემიებისა და საზოგადოებების ასოციაციის (AASSA) მეცნიერებისა და ინჟინერიის ქალთა სპეციალური კომიტეტის (WISE) (აკად. თ. სადუნიშვილი).   ბოსტონის ნორდისტერნ უნივერსიტეტი (აშშ), ბარსელონას ტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი), კოიმბრას  (პორტუ­გალია), ჰოკაიდოს (იაპონია), მიუნსტერის უნივერსიტეტები (გერმანია), ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია), იილდიც ტექნიკური უნოვერსიტეტი  (თურქეთი), მ.შემიაკინის და ი.ოვჩინნიკოვის სახ. ბიოორგა­ნუ­ლი ქიმიის ინსტიტუტი (რფ) (აკად. რ. ქაცარავა); ინსბრუკის (ავსტრია) ფარმაციის ინსტიტუტის ფიტოქიმიური დეპარტამენტი (აკად. ე. ქემერტელიძე); ზაარლანდის უნივერსიტეტთან (სააბრუკენი, გერმანია) (აკად. შ. სამსონია). ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი(აკად მ.კაკაბაძე).  კორეის რესპუბლიკის ბიომრავალფეროვნების ცენტრი, ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირი (აკად. გ. ალექსიძე),  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იანტაის მაღალი ტექნოლოგიების ათვისების ტექნოპარკი (აკად. ა. კორახაშვილი).   ,აგრძელებს თანამშრომლობას და ერთობლივი კვლევითი სამუშაოების ჩატარებას გერმანიის გრაიფსვალდის უნივერსიტეტი და აზერბაიჯანის (ქალაქი განჯა) სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტი , (აკად. წევრ-კორ. ა.დიდებულიძე).

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები საანგარიშო წელსაც აქტიურ მონაწილეობდნენ უცხოეთის სამეცნიერო, სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში სხვადასხვა პოზიციებზე;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები განაგრძობდნენ საქმიანობას მრავალი საერთაშორისო ქართულ-უცხოური და უცხოური  პერიოდული გამოცემების რედაქტორებისა თუ  სარედაქციო კოლეგიების წევრების  პოზიციებზე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრების ხელმძღვანელობით თბილისსა და უცხოეთში რეგულარულად გამოდის არაერთი საერთაშორისო ჟურნალი მეცნიერების სხვადასხვა დარგში, რაც გაგრძელდა გასულ წელსაც.

საანგარიშო წელს დაიბეჭდა:  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე­მიის მოამბე – ოთხი ნომერი.) (ინგლი­სურ ენაზე).

ჟურნალ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნუ­ლი აკადემიის მაცნეს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხე­ლოვნების ისტორიის  სერია – დაიბეჭდა ჟურნალის ორი ნომერი.

 „საქართველოს მათემატიკური ჟურნალი– 4 ნომერი.

ჟურნალი მემუარები დიფერენციალურ განტო­ლე­ბებსა და მათემატი­კურ ფიზიკაში– სამი ტომი.

აკადემიის სარედაქციო-საგამომცელო საბჭოს დადგენილებით გამოქვეყნდა   14 მონოგრაფია მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

გამართულად მუშაობდა აკადემიის სამმართველოები და სამსახურები.

ასეთია მოკლედ გასულ საანგარიშო წელს გაწეული მუშაობის შედეგები, რომელიც, ვიმეორებ, საყოველთაო პანდემიის მეტად  არახელსაყრელ პირობებში ჩავატარეთ.

 

ჩამოტვირთვა