ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
- ივნისი 8, 2021
2021 წლის 8 ივნისს, მეცნიერებათა აკადემიაში შედგა ხელმოწერა მემორანდუმზე სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლსა“ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის.
მემორანდუმის მიზანია, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა მართლმსაჯულების სახლის მიმდინარე საგანმანათლებლო და სამართლებრივი ექპსერტიზის პროცესში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე მიიღებენ მონაწილებას მართლმსაჯულების სახლის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანამანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებში როგორიც არის, სამეცნიერო კონფერენციები, საჯარო ლექციები „სასწავლო ცენტრის“ მსმენელთათვის და სხვა.
მემორანდუმის საფუძველზე მართლმსაჯულების სახლი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სამეცნიერო წრეების სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობით მომზადებულ სამართლებრივ დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლოა წარდგენილ იქნას სასამართლოს მეგობრის სტატუსით მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
მხარეები პრიორიტეტულად ითანამშრომლებენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებასთან; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო შრომებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნეში“. მემორანდუმი ძალაში შედის „მხარეთა“ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 4 წლის განმავლობაში.
„მართლმსაჯულების სახლის“ მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ, ხოლო მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან, პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.