ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
- ივლისი 7, 2021
მიმდინარე წლის 6 ივლისს, მეცნიერებათა აკადემიაში შედგა ხელმოწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე აკადემიასა და „ფონდ განვითარება და გარემოს“ შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს: ურთიერთთანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში; ასევე, დისკუსიების, ექსპერტიზების, კონფერენციების, ინფორმაციების გაზიარებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებას. საგულისხმოა, რომ მემორანდუმის ორივე მხარე შეეცდება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ერთობლივი წინადადებები. ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომლებს მიიწვეს აკადემიაში სხვადასხვა სახის აქტოვობებში, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში შექმნილ კომისიებში მონაწილეობისთვის.
მემორანდუმის მოქმედების ვადაა 5 წელი. მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან მემორანდუმს ხელს აწერს პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ხოლო „ფონდ განვითარება და გარემოს“ მხრიდან, ფონდის თავმჯდომარე თეიმურაზ ტყემალაძე.